მსოფლიო საუდის არაბეთი და ნავთობი (საუდი არამკო) ნაწილი 2 2021, 11 თებერვალი, 10:45 ![]() ![]() ავტონომიის ქვეშ იყო, მაგრამ თანდათანობით დაიბრუნეს ის და 1980 წელს ქვეყანამ სრულად გამოისყიდა უცხოური წილი ფირმაში. ნავთობის საექსპორტო შემოსავლები მართლაც რომ კოლოსალურია, მაგრამ ამასთანავე საუდის არაბეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შიდა ვალი 170 მლრდ დოლარის ოდენობით. დღესდღეობით კომპანიის 98.5% არის საუდის არაბეთის შემადგენლობაში და კომპანიის ახლანდელი პრეზიდენტი და მმართველია ამინ ნასერი, რომელიც 2015 წლიდან უდგას სათავეში კომპანიას. საუდი არამკო აწარმოებს ხუთი დონის ნავთობს: არაბული მძიმე ნავთობი, არაბული საშუალო დონის, არაბული მსუბუქი, არაბული ექსტრა მსუბუქი ნავთობი და არაბული სუპერ თხელი ნავთობი (Arabian Heavy, Arabian Medium, Arabian Light, Arabian Extra Light, Arabian Super Light). ![]() საუდის არაბეთს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელს წესით არ უნდა ჰქონოდა ვალის აღების საჭიროება, მაგრამ 2015 წელს ნავთობზე ფასების დავარდნამ პრობლემები შეუქმნა ძველი ვალების გასტუმრებას, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი დაეცა, მათი ვალი გაიზარდა. გარდა ამისა ქვეყანას სჭირდება ტრილიონობით დოლარი 2030 წლის მომავლის პროექტისათვის წამოსაწყებად. წელს ნავთობის დაბალმა ფასებმა და Covid-19- მა საუდის არაბეთს 26, 6 მილიარდი დოლარის აღება აიძულა ვალად. სამეფოს ვალი შესაძლოა გაიზარდოს 2022 წლისთვის 30-დან 50 % მდე. საუდის არაბეთის ხელისუფლება გამოსავალს ეკონომიურობასა და გადასახადების ფასის ზრდაში ხედავს. იმ შემთხვევაში, თუ ვალის ფასი კვლავაც განაგრძობს ზრდას შესაძლოა რიალი გაუფასურდეს დოლართან მიმართებაში, რაც ქვეყნის შიგნით დიდ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ![]() გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, საუდის არაბეთი არასტაბილურ გეოპოლიტიკურ რუკაზე მდებარეობს, რადგანაც გალფის ქვეყნების პოლიტიკური არეალი მუდმივი დაძაბულობის ზონაა. ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური თავდასხმა მოხდა 2019 წლის 14 სექტემბერს, როდესაც თავს დაესხნენ “საუდი არამკოს" ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებს, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრიც გამოეხმაურა. ![]() “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის კომპლექსებზე თავდასხმას და მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე." ნავთობმომპოვებელ და მის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზრების მომარაგება 5 %-ით შემცირდა. ფაქტია, რომ სამომავლოდ ფინანსური გამოწვევების დაძლევის შემთხვებაშიც კი არამყარი ენერგეტიკული ბაზრები ექნება საუდის არაბეთს. ბოლო დროს ცდილობენ ტურიზმის გაფართოებას, თუმცა საუდის არაბეთი არის მკაცრად ტრადციული ისლამური ქვეყანა, რის გამოც შედარებით უჭირთ საჭირო დოზის მოგების მიღება ამ საქმიდან; შესაბამისად ნავთობის, როგორც მთავარი ეკონომიკური ფუნდამენტის გარეშე ქვეყანას გაუჭირდებოდა არსებობა. 25 შეფასება არ არის
|