x
image
თამმარ თედიაშვილი
საუდის არაბეთი და ნავთობი (''ხედვა 2030" და COVID-19-ის გავლენა ნავთობზე) ნაწილი 3
image
2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, ამ კუთხით დიდი ზიანი მიიღო ნავთობ ბიზნესმაც. Covid 19-თან ბრძოლის რეგულაციებმა და ტრანსპორტის პარალიზებამ კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა არამკოს. მისგან გამოწვეული კრიზისი თვალსაჩინო გახდა უკვე 2020 წლის მარტიდან. 25 %-ით დაეცა ფასები ნედლ ნავთობზე, ხოლო 65 %-ით ''Brent'' ტიპის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საუდი არამკოს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნავთობკომპანიის კაპიტალიზაცია 6 %-ით ჩამოიშალა.

პირველი მოლაპარაკების მცდელობა ოპეკისა და ალიანსის წევრებს შორისimage
ნავთობზე ფასების შემცირებასან დაკავშირებით ჩაიშალა. საბოლოოდ, რუსეთი და საუდის არაბეთი ფასის კლებაზე 2020 წლის 12 აპრილისთვის შეთანხმდნენ; მაისიდან ნავთობის მიწოდება რეკორდულად 9.7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ხელს უწყობდა ფასების ზრდას.

ბოლო მონაცემებით Aramco-ს წმინდა მოგებამ შეადგინა 62, 48 მილიარდი რიალი (16, 64 მილიარდი დოლარი) სახელმწიფო და რელიგიური გადასახადების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში წინა წელთან შედარებით 2020 წლის 31 მარტიდან 83, 29 მილიარდი რიალის (22, 17 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით დაეცა მათი შემოსავლები. ამასთან Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა განაცხადა თავისი ნეგატიური მოლოდინების შესახებ.

image
“სიტუაციის გათვალისწინებით, 2020 წლის დარჩენილი პერიოდისთვის, ველით, რომ COVID-19 პანდემიის გავლენა აისახება ჩვენს შემოსავალზე საერთაშორისო ნავთობრესურსებსა და ფასებზე.”


ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალს ნავთობის ფასების შემცირებაში ხედავენ. ზოგადად, საუდის არაბეთი აპირებს თავისი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას მრავალი ფაქტორის გამო. მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა საუდის არაბეთის სამომავლო ხედვის ეკონომიკასთან დაკავშირებით. მათ პროგრამას ეწოდება “საუდის ხედვა 2030'' ( رؤية السعودية 2030‎), რომლის მიხედვითაც ქვეყანას განსაზღვრული აქვს შიდა ეკონომიკის ნავთობდამოკიდებულის შემცირება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და საზოგადოებრივი მომსახურების ისეთი სექტორების განვითარება, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, რეკრიაცია და ტურიზმი.image

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0