მსოფლიო საუდის არაბეთი და ნავთობი (მოკლე ისტორიული მიმოხილვა) ნაწილი 1 2021, 11 თებერვალი, 10:19 საუდის არაბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ მწარმოებელი და იმპორტიორი ქვეყანაა. იგი მეორე ადგილს იკავებს თავისი რესურსებით. საინტერესოა, საიდან დაიწყო ნავთობის კერების აღმოჩენა ქვეყანაში? როგორ მოხდა მისი პირველი იმპორტი საერთაშორისო ბაზარზე? ნავთობის ფასის ცვალებადობა და მისი სტატისტიკური მონაცემები ამ დროის მანძილზე, რა გზა განვლო ქვეყანამ და რა მარაგებს ფლობს იგი. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობმწარმოებელი კომპანია “არამკო" როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ნავთობ ბაზარზე. ვის მფლობელობაშია კომპანია? ასევე მისი როლი ქვეყანაში და კომპანიის სამომავლო ხედვები ბიზნესის განვითარების გზაზე. ცნობილია, რომ 2020 წელი მრავალი ბიზნესისთვის აღმოჩნდა ზიანის მომტანი, და ამასთან არც “არამკო" ყოფილა გამონაკლისი. გაუმკლავდა თუ არა და რა ხერხს მიმართა კომპანიამ კრიზისის აღმოსაფხვრელად? ამ ყველაფერს დეტალურად გავეცნობით ნაშრომში. საუდის არაბეთს რეგიონში წამყვანი პოზიციები უჭირავს. ამის მთავარი განმაპირობებელი მისი ნავთობრესურსებია. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმწარმოებელი და იმპორტიორი ქვეყანაა, რომელიც ნავთობის მარაგით პირველია თავის რეგიონში, ხოლო საერთაშორისო ნავთობ ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს ვენესუელას შემდეგ 2016 წლის მონაცემებით და მთლიანობაში მსოფლიო ნავთობის 12, 6%-ს მოიპოვებს. საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტს ამერიკელებმა ჩაუყარეს საფუძველი ქალაქ დამმამში 1938 წელს. ამ ტერიტორიას დღეს უკვე ზაჰრანი ეწოდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ნავთობის მოპოვება დაიწყო, სწრაფად გადაიქცა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ. საუდის არაბეთი არის ნედლი ნავთობის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა. პირველ ხანებში ნავთობის ფასი საკმაოდ დაბალი იყო, მაგალითად 1960 წელს ბარელი 1.63 ამერიკული დოლარი იყო. მკვეთრი ზრდა მოხდა 1975 წელს, სადაც ბარელი ნავთობი გახდა 10.43 დოლარი. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ნავთობის ღირებულება აშკარა ზრდას განაგრძობს, თუმცა პერიოდულად ფასები მაინც ეცემა. ნავთობის ღირებულება თავის პიკს 2011 და 2013 წლებში მიაღწია, ბარელზე საშუალოდ 107.59 დოლარის ოდენობით. მაქსიმუმი კი 2012 წელს დაფიქსირდა 109.48 დოლარი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ნავთობის ფასი მკვეთრ ვარდნას იწყებს და დღეს უკვე 39.7 დოლარს შეადგენს, რაც დიდ წილად მსოფლიო პანდემიით არის განპირობებული. საუდის არაბეთი არის საერთაშორისო ნავთობორგანიზაციის “ოპეკის" წევრი ქვეყანა, რომელიც დიდწილად უწყობს ხელს ნავთობის ფასების რეგულირებას მსოფლიო ბაზარზე და მუდმივად ცდილობს შეაფერხოს ნავთობის ფასის ვარდნა. ამასთან დაკავშირებით 2018 წელს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ ჩიოდა თავის ტვიტრის გვერდზე. "როგორც ჩანს, OPEC კვლავ ძველებურ ჩვევას დაუბრუნდა. თუ შევხედავთ მსოფლიოში ნავთობის მოპოვების რეკორდულად მაღალ ოდენობას, მათ შორის ზღვებში სრულად დატვირთულ ტანკერებს, ცხადი გახდება, რომ სანავთობო ფასები ძლიერაა გაზრდილი ხელოვნურად! არ არის კარგი, მიუღებელი რამაა ჩვენთვის!" საუდის არაბეთის სამეფოს მიერ მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი აზიის ბაზარზე გადის. მისი მთავარი მომხმარებლები არიან: იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ამერიკა, სადაც საექსპორტო ნავთობის თითქმის 70% გადის. რაც შეეხება ნავთობის მარაგებს, გამოთვლების მიხედვით საშუალოდ 221 წლის ნავთობრესურსი არის დარჩენილი საუდის არაბეთის მიწებზე; ხოლო დაახლოებით 10, 413 მილიონი ბარელ ნავთობს მოიპოვებენ ყოველდღიურად. ცნობილია, რომ გასულწელს ექსპორტზე გადიოდა საუდის არაბეთის ნედლი ნავთობიდან 10.3 მილიონი ბარელი, ხოლო აქედან ექსპორტზე 7.4 მილი ონი ბარელი ყოველდღიურად. ამასთანავე, დღეში 2 მილიონი ბარელი დამუშავებული პროდუქტი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის რეგულაციების თანახმად. 2016 წლის მონაცემებით საუდის არაბეთი ყოველდღიურად მოიხმარს 3, 302, 000 ბარელ ნავთობს. იგი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა ნავთობის მოხმარებით, რაც შეადგენს მთლიანი გამოყენების დაახლოებით 3, 4 % -ს, 97103, 871 ბარელს დღეში. საუდის არაბეთის შემოსავლების 87 % მოდის ნავთობის სექტორზე და ნავთობის 90 %-ის ექსპორტი ხდება საუდის არაბეთიდან. 84 1-ს მოსწონს
|