კულტურა დუბლინის სასურსათო მაღაზია შუშის იატაკს ამონტაჟებს, რისი საშუალებითაც ხალხს მე -11 საუკუნის სახლის ნაშთების ხილვა შეუძლიათ 2021, 10 თებერვალი, 19:38 თუ გსურთ გაეცნოთ შუა საუკუნეების ისტორიას, სულაც არ არის საჭირო მუზეუმში მისვლა ან ისტორიის წიგნის გადაშლა. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოინახულოთ სასურსათო მაღაზია დუბლინში. დამაბნეველად ჟღერს? მოდით განვმარტოთ. ირლანდიის ქალაქ დუბლინში არის Lidl– ის ახალი მაღაზია მინის იატაკით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ შუა საუკუნეების ვიკინგების ისტორიას. აღმოჩნდა, რომ ამ სასურსათო მაღაზიის მშენებლობამ XI საუკუნის შუასაუკუნეების სახლის აღმოჩენა გამოიწვია. კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებით კი იატაკზე დამონტაჟდა მინა, რომლის საშუალებითაც ყველა მომხმარებელს შეუძლია ამ ისტორიული ნაშთების დათვალიერება. 94 1-ს მოსწონს
|