x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კოლუმბი პირველი არ იყო! კოკაინი და ნიკოტინი ძველ ეგვიპტეში
image


ოფიციალურად არსებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის კონტინენტებზე ადამიანების დასახლება, ჩვენს ერამდე, არაუგვიანეს, 13 ათასი წლის წინ მოხდა. იმ დროს ევრაზიას და ალასკას შორის ხმელეთი იყო, რომელიც მოგვიანებით დაიტბორა და კონტინენტებს შორის გასასვლელი დაიხურა. ამის შემდეგ, ორი ნახევარსფერო ერთმანეთისგან იზოლირებულად ვითარდებოდა, ვიდრე 1492 წელს ქრისტეფორი კოლუმბმა ახალი სამყარო არ აღმოაჩინა. მანამდე, ინდიელებმა არაფერი იცოდნენ ევრაზიელებზე და აფრიკელებზე, ხოლო, ამ უკანასკნელებმა — ინდიელებზე.


image


თუმცა, იზოლაცია აბსოლუტური არასდროს ყოფილა და დროდადრო კონტაქტები მაინც ხდებოდა...


ნარკოტიკები ძველ ეგვიპტეში


და ეს რომ ასე იყო, მეცნიერების მიერ ეგვიპტის ფარაონთა ХХI დინასტიის (1069 - 945 წწ.) მუმიებში, ნარკოტიკული ნივთიერებების: კოკაინის, ჰაშიშის და თამბაქოს კვალის აღმოჩენა ადასტურებს. ეს ნარკოტიკები მცენარეებისგან მიიღება, რომლის სამშობლო სამხ. ამერიკაა და რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა კითხვა – არსებობდა, თუ არა კავშირი ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის? და თუ არ არსებობდა, მაშინ ვიღაც უნდა ყოფილიყო, ვინც ეგვიპტეს ნარკოტიკებით ამარაგებდა...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი მუმიები მხოლოდ ეგვიპტელ დიდებულებს კი არა, უბრალო ადამიანებსაც ეკუთვნით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ეგვიპტეში დეფიციტს არ წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. გამოდის რომ, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, დიდი ხნით ადრე, ეგვიპტელები კოკაინს და თამბაქოს მოიხმარდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები ამერიკის კონტინენტების პირველაღმომჩენები არ იყვნენ.

მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელები ამ ნივთიერებებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელს მოიხმარდნენ, რადგან ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული მედიცინა და ფარმაკოლოგია. თუმცა, შემდგომმა კვლევებმა სულ სხვა რეალობა აჩვენა...

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო: 1992 წ. მიუნხენის მუზეუმის კურატორებმა ერთ-ერთ მუმიაზე სამეცნიერო ტესტი ჩაატარეს. ეს მუმია ქურუმი ხენტტავრის იყო და მისი ასაკი 3000 წელს აღემატებოდა. ტესტმა მუმიაში კოკაინის კვალი აჩვენა და მაშინ, მუზეუმის თანამშრომლებმა დახმარებისთვის სასამართლო ექსპერტებს, ტოქსიკოლოგებს მიმართეს — 7 მუმიის კვლევის შედეგად, ყველას თმაში კოკაინის და თამბაქოს მოხმარების კვალი იყო აღმოჩენილი. ამის შემდეგ, გერმანელმა მეცნიერებმა ანალიზი მუზეუმის ყველა მუმიას ჩაუტარეს და იგივე შედეგი მიიღეს, რასაც ექსპერტები, ნამდვილად არ ელოდნენ. მათ ჯერ აპარატურა გადაამოწმეს, ხოლო შემდეგ, ანალიზები გაიმეორეს — შედეგი იგივე იყო. ამის შემდეგ, მათ სამხ. გერმანიის მუზეუმებში და სუდანში დაცული მუმიები და ჩონჩხებიც შეისწავლეს და ყველა მათგანში, ნარკოტიკის კვალი დააფიქსირეს. კვლევა პერუს მუმიების შესწავლით გაგრძელდა და მათ გასაკვირად, ამ უკანასკნელების ანალიზში, მხოლოდ ნიკოტინის კვალი აღმოჩნდა.

«კოკაინის მუმიების» აღმოჩენას, სამეცნიერო სამყაროში, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, იმის გამო, რომ ფარაონების ეპოქაში კოკა, კანაფი და თამბაქო მხოლოდ თავისი ბუნებრივი გავრცელების არეალში, — სამხრეთ ამელიკაში მოდიოდა, კვლევის ავტორები, ყოველდღიურად, უამრავ წერილს იღებდნენ შეკითხვებით, — პასუხი კი, ჯერ არა ჩანდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ნუბის უდაბნოში (ჩრდ-აღმ. სუდანი) აღმოაჩინეს ადამიანის ნეშთები, რომლებიც ბუნებრივი გზით იქცნენ მუმიებად და გაირკვა, რომ ისინი ამ რეგიონში, 3000 წელზე უფრო დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ანალიზის შედეგად, მათი უმრავლესობის ქსოვილებში ნიკოტინის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო 56 ადამიანი კოკაინის მომხმარებელი იყო.


image


როგორც გაირკვა, ეგვიპტელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად იყენებდნენ გამაბრუებელ ბალახებს, მათრობელ წვენებს და ფესვებს. მაგ., ოპიუმს ბავშვებსაც კი ასმევდნენ, რომ მშობლები ტყუილუბრალოდ არ შეეწუხებინათ. მეცნიერების შეფასებით, ეგვიპტელებმა 800-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ იცოდნენ... ოპიუმთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ყაყაჩო ძველ სამყაროში ცნობილი ყვავილი იყო, მაგრამ კოკაინი? როგორ უნდა ავხსნათ, მისი არსებობის კვალი ეგვიპტურ მუმიებში, თან ისე, რომ ცივილიზაციის განვითარების უკვე დადგენილი სურათი არ შეიცვალოს?!

როდესაც, ამ აღმოჩენით მიღებულმა, პირველმა შოკმა გადაიარა, მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ, დიდი ხნის წინ, უკვე ცნობილი იყო და მას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. 1922 წელს როდესაც ტუტანხამონის სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ოქრო და ფარაონის მუმია კი არა, თამბაქოს ხოჭოც აღმოაჩინეს!!!

ხოლო, ფრანგმა მეცნიერებმა 1976 წ. რამსეს II მუმიის კვლევის დროს, თამბაქოს ნაწილაკებიც აღმოაჩინეს. ის ბალზამირების ფისოვანი ფენის ქვეშ იყო ნაპოვნი და როგორც მკვლევარები ამტკიცებდნენ, ის იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, თამბაქოს სინჯი აღმოჩენილი იყო მუმიის მუცლის არეშიც.

თამბაქოს ფოთოლს, როგორც ცნობილია, ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ის სხეულს ლპობისგან იცავს. სწორედ ამიტომ, ეგვიპტელები მას გვამების მუმიფიცირების პროცესში იყენებდნენ და სავარაუდოდ, ისინი მას ეწეოდნენ კიდეც. ხოლო, ამის მტკიცებულებად, გიზის პლატოზე წარმოებული გათხრების დროს, აღმოჩენილი თიხის ჩიბუხები გამოდგება, რომლებიც ძვ. წ. აღრ. 2000-1700 წლებით არის დათარიღებული.



ეგვიპტელების კვალი ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე


როგორც «ჩილამ ბალამშია» (The Books of Chilam Balam – მაიას წმინდა წიგნების კრებული, ე. წ. მაიას ბიბლია. რედ.) ნათქვამი, პირველი განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მექსიკის ტერიტორიაზე გამოჩნდა, ახ-კანულე — «გველის ხალხი» იყო.


image


წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ეს ხალი კონტინენტზე «უცნაური გემით» მოვიდა, რომელიც გარედან ისე ბზინავდა, როგორც მზეზე გველის ქერცლი. ხოლო, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ის სანაპიროს ნიჩფების გარეშე მიუახლოვდნენ...

აბორიგენებმა, რომლებსაც მსგავსი არაფერი ენახათ, გემი უზარმაზარ გველად მიიჩნიეს, რომელმაც იუკატანზე ფერმკრთალი არსებები მიიყვანა. ყველაზე დიდი გაოცება კი, მათში იმან გამოიწვია, რომ შუბლზე ყოველ მათგანს წმინდა ორთავიან გველის სიმბოლო ჰქონდა, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ... და მათ ჩათვალეს, რომ ღმერთებმა საკუთარი სახლი დატოვეს, რათა მათთვის ცოდნა გადაეცათ და ქვეყანა ემართათ.

ინდიელების მიერ, მათ სანაპიროებთან მისული გემის და იქიდან გადმოსული ადამიანების დახასიათება აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მათთნა ეგვიპტელები ჩავიდნენ და რომ გველის ფორმის უცნაური გემი, — ძველეგვიპტური იალქნიანი ნავი იყო. ხოლო, ემბლემა, რომელიც ვიზიტორებს შუბლზე ჰქონდათ — ფარაონების მფარველი კობრის ღვთაების — უაჯიტის გამოსახულება იყო (ასეთივე ფიგურა ამშვენებს ტუტანხამონის ოქროს ნითაბსაც. რედ.).


image


ამრიგად, უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ «გველის ხალხი» — ეგვიპტელები იყვნენ!.. და მათ, მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები, უახლესი იარაღით და სისხლისმღვრელი ბრძოლებით კი არა, თავიაანთი სიბრძნით, სიდიადით დაიპყრეს და ამავდროულად, იმ რეგიონში, ცივილიზაციის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი — ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ყველა ძირითადი ხაზი, მესოამერიკის (ისტორიული რეგიონი, ამჟამინდელი მექსიკის ცენტრალური ნაწილიდან ნიკარაგუამდე. რედ.) კულტურაში იკითხება!

მექსიკის ჩრდ-აღმ. ნაწილში, მაიას ცივილიზაციის ქ. პალენკეს მახლობლად, დღემდე არის შემორჩენილი ორი პირამიდა, რომლიც ფორმით, ეგვიპტის გვიანდელი პერიოდის პირამიდებს ძალიან ჰგავს. ხოლო, პალენკეში, ქალაქის არქიტექტურული სტილი და ტაძრების შიდა გაფორმება, თითქმის ისეთივეა, როგორიც ეგვიპტურ ტაძრებში და პირამიდებში — ერთნაირად არის დამუშავებული კედლების შიდა და გარე ფასადები, ეგვიპტური არქიტექტურის სტილში გაფორმებულია ტაძრების ჭერიც.


image


ეგვიპტური გავლენა იგრძნობა მესოამერიკის ხელოვნების ნიმუშებშიც. მაგ., კედლის მოხატულობა, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე ამერიკაში, ერთნაირად ხორციელდებოდა — ორივე შემთხვევაში, ამას 19 კვადრატიანი ბადით აკეთებდნენ!

ტაძრის კედლებზე ერთნაირად ხატავდნენ ადამიანების და ცხოველების გამოსახულებებს — უმეტეს შემთხვევაში, მათ პროფილში გამოსახავდნენ.


imageimage


ისევე როგორც ძველ ეგვიპტეში ფარაონების განსასვენებლები, პალენკეს მმართველების სამარხებიც ყველანაირად მოწყობილი და გაფორმებული იყო. ხოლო, «ანკჰის» («სიცოცხლის გასაღები») რელიგიურ სიმბოლოს, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე მაიას ტომში იყენებდნენ.


imageimage


ძველი ეგვიპტელები ამერიკის ჩრდ. რეგიონებსაც სტუმრობდნენ და ინდიელებს, რომლებიც დღევანდელი კანადის და მის მიმდებარე, აშშ-ს ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ასწავლიდნენ.

მაგ. მიგმაქსის (Miꞌgmaq) ინდიელი ტომის დამწერლობა ასობით იეროგლიფს შეიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, თითქმის უცვლელად, ძველეგვიპტური დამწერლობიდან არის გადმოტანილი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დამწერლობა კი არა, ინდიელების ენაც, ნაწილობრივ, ეგვიპტური ენიდან არის ნასესხები.

პირველმა ფრანგმა მისიონერებმა, ზოგიერთი ინდიელის ვიგვამში (გუმბათოვანი ქოხი ჩრდ. ამერიკაში) ბიბლიოთეკის მაგვარი კუთხე აღმოაჩინეს, რომელშიც ქვაზე და ხის მერქანზე დაწერილი ტექსტები ეწყო. ხოლო, ადგილობრივი ექიმბაშები მანუსკრიპტებს ფლობდნენ, რომლებსაც ავადმყოფებს უკითხავდნენ. ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ თავიაანთი ნიშნებით, მათ ნებისმიერი აზრის გადაცემა შეეძლოთ, ისევე როგორც ფრანგებს ალფავიტით.

კვადრატული ბადით დაწერილი ტექსტები აღმოჩენილია სამხრეთ ამერიკაშიც. აღნიშნული კოლექცია პადრე კრესპის სახელით არის ცნობილი და დღეს მისი ნახვა კუენკას მუზეუმში არის შესაძლებელი.

მიგმაქსის ტომის დავენპორტის (ქალაქი აიოვას შტატში, აშშ) სტელაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულით არის დათარიღებული, წარწერები 3 ენაზეა გაკეთებული. მის ცენტრში გამოსახულია სცენა, ხოლო ირგვლივ, წარწერებია ეგვიპტურ, იბერიულ-პუნურ და ლიბიურ ენებზე. იბერიულ და ლიბიურ ტექსტებში ნათქვამია, რომ ამ წარწერებში კალენდრის საიდუმლოა. ამის შემდეგ, ტექსტი უკვე ეგვიპტური იეროგლიფებით გრძელდება: «ბოძზე სარკე ისეა მიმაგრებული, რომ როდესაც მზე ახალი წლის დღეზე ამოდის, მისი სხივები ქვას ეცემა, რომლის სახელი მეთვალყურეა. ახალი წელი მაშინ იწყება, როდესაც მზე ვერძის თანავარსკვლავედს ხვდება და როდესაც დღე იზრდება, ხოლო ღამე კლებულობს. ამ დღეს ზეიმობენ ახალი წლის დადგომას და მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმართება (4 ათასი წლის წინ, ახალ წელს ეგვიპტეშიც 21 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიაობაზე ზეიმობდნენ. რედ.)».


image


ეგვიპტურ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ვნუტუს (ვარსკვლავთმრიცხველის) ნამუშევარია, რომელიც ოსირისის ქურუმი იყო ლიბიიდან. ტექსტის ანალიზის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნე, რომ სტელაზე დატანილი ინფორმაცია და კალენდარი უფრო ძველი, — ეგვიპტური ან ლიბიური სტელიდან იყო კოპირებული. ხოლო, სტილისტური თავისებურების მიხედვით, ტექსტის დედანი ძვ. წ. აღრ. XVI ს. უნდა შექმნილიყო.


«მოგზაურობა წარსულში»


ის, რომ ძველეგვიპტური ნავებით ატლანტის ოკეანის გადაცურვადა შეიძლებოდა, ნორვეგიელმა მეცნიერმა, მოგზაურმა და მწერალმა თურ ჰეიერდალმა დაამტკიცა. მან 1970 წ. პაპირუსისგან გაკეთებული ნავით — «Ra-II»-ით, მაროკოს სანაპიროებიდან — კ. ბარბადოსამდე, ტრანსატლანტური მოგზაურობა განახორციელა.


imageთურ ჰეიერდალი და ნავი «Ra»


1969 და 1970 წელს თურ ჰეიერდალმა, ოკეანის გადასაცურად, პაპირუსის 2 ნავი ააგო. ამ ექსპედიციის მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმის დამტკიცება იყო, რომ ატლანტის ოკეანის გადალახვა იალქნიანი ნავით შეიძლება. მის პირველ ნავს «Ra» ერქვა, რომელიც ძველი ეგვიპტური ნავების ნახატების და მაკეტების მიხედვით დაპროექტდა და ჩადში, ტანას ტბის სანაპიროებიდან (ეთიოპია) ჩამოტანილი პაპირუსით აიგო.

1969 წელს ჰეიერდალი მაროკოდან — ბარბადოსის მიმართულებით, თავის პირველი მოგზაურობაში გაემგზავრა. მაგრამ, 55 დღის შემდეგ, დაახლოებით, 3000 საზღვაო მილის გავლის შემდეგ, ტექნიკური და კონსტრუქციული წუნის გამო, ნავი გატყდა და ჩაიძიეა. ხოლო, მომდევნო წელს, «Ra-II»-მა, რომელიც წინა მოგზაურობის გამოცდილების შედეგების გათვალისწინებით, უფრო სრულყოფილი და გამართული იყო, — ბარბადოსს მიაღწია, რითაც დაამტკიცა, რომ ძველ მეზღვაურებს ტრანსატლანტური მისიების განხორციელება ნამდვილად შეეძლოთ.


imageჰეიერდალის მარშრუტი


ამრიგად, «Ra-II» წარმატების შემდეგ, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ ძველეგვიპტელებს «ახალ სამყაროში» მოგზაურობა ნამდვილად შეეძლოთ, რომელიც ზოგისთვის მართლაც ახალი იყო, ზოგისთვის კი, – არც ისე...

ამჟამად, თურ ჰეიერდალის ლეგენდარული ნავი ოსლოს «კონ-ტიკის» მუზეუმის ექსპონატია.

imageimageimage
imageimageimageimage








0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0