კანის მოვლა სხვადასხვა ტიპის კანის მიხედვით და წვერის გაპარსვის რეკომენდაციები
კანის მოვლა ისევე ესაჭიროებათ მამაკაცებს როგორც ქალებს.
ხშირად პრობლემას წარმოადგენს წვერის გაპარსვა კაცებში, ასევე არასასურველი თმის გაპარსვა ქალებში, რომლის შემდგომ შესაძლებელია განვითარდეს კანის გაღიზიანება ან გამონაყრის არსებობა.
მარტივი რჩევებით შესაძლებელია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას:
1. გაპარსვამდე დაისველეთ კანი და თმა დასარბილებლად თბილი წყლით. საუკეთესოა თუ გაპარსვას განახორციელებთ შხაპის მიღების შემდეგ როდესაც კანი თბილი და დატენიანებულია, ასევე ამ დროს კანი თავისუფალია ჭარბი ცხიმიანობისგან და მკვდარი უჯრედებისგან, რომლებმაც შესაძლოა დააბინძუროს/დაბლოკოს საპარსი სამართებელი;
2. შემდეგ წაისვით საპარსი კრემი ან გელი. თუ თქვენ გაქვთ ძალიან მშრალი ან სენსიტიური კანი, არჩევანი გააკეთეთ იმ საპარს კრემზე/გელზე რომელსაც აწერია - “sensitive skin”.
საპარსი კრემი/გელი დატოვეთ 2-3 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიწყეთ გაპარსვა;
3. გაიპარსეთ გაზრდილი თმის მიმართულებით და არა საპირისპიროდ. თუ ამჩნევთ კანის გაღიზიანებას, გამონაყარს და წვას რეკომენდირებულია გამოიყენოთ ერთ-სამართებლიანი საპარსი ვიდრე რამოდენიმე სამართებლიანი.
ყოველი ერთი მოქმედების შემდგომ გაავლეთ სამართებელი გამდინარე წყალში.
ასევე გამოცვალეთ სამართებელი ყოველი 5-7 გაპარსვის შემდგომ;
4. ანთების შესამცირებლად დაიბანეთ გაპარსული ადგილი ცივი წყლით და არა თბილით ან ცხელით;
5. შეინახეთ სამართებელი მშრალ ადგილას. გაპარსვებს შორის დარწმუნდით რომ სამართებელი გაშრა სრულად, მასზე ბაქტერიების გამრავლების პრევენციის მიზნით.
არ დატოვოთ სამართებელი საშხაპეში ან სველ ხელსაბანზე;
6. გაპარსვის და დაბანის შემდგომ დაიტენიანეთ კანი დაუყოვნებლივ.
დატენიანება უნდა იყოს ყოველდღიური კანის მოვლის რუტინა როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის.
ძირითადი რეკომენდაციები ამ შემთხვევაში არ განსხვავდება სქესის მიხედვით, თუმცა კაცებს უფრო სქელი კანი აქვთ ვიდრე ქალებს.
მნიშვნელოვანია ყველამ, მათ შორის კაცებმა განსაზღვრონ საკუთარი კანის ტიპი:
1. მგრძნობიარე/სენსიტიური კანი - შესაძლოა აღინიშნოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანის მოვლის პროდუქტის გამოყენების შემდგომ;
2. ნორმალური კანი - სუფთა და არა-სენსიტიური;
3. მშრალი კანი - ქერცლოვანი, იწვევს ქავილს ან უხეშია;
4. ზეთოვანი კანი - მბზინვარე და ცხიმიანი;
5. კომბინირებული კანი - მშრალი ზოგ ადგილებში და ზეთოვანი სხვა ადგილებში
ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქციის ეტიკეტირებას და მასში შემავალი ინგრედიენტების ჩამონათვალს (Consider product labels and ingredients).
შერჩეული პროდუქტი უნდა ერგებოდეს თქვენი კანის ტიპს.
თუ თქვენ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი (acne-prone skin), არჩევანი უნდა გააკეთოთ დასაბან/გამწმენდ და დამატენიანებელ პროდუქციაზე რომელიც არის - ზეთის- გარეშე (“oil free”) და არა-კომედოგენური (“non-comedogenic"). ეს პროდუქტები არ დაახშობს თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებს.
თუ თქვენ გაქვთ სენსიტიური კანი, გამოიყენეთ - მსუბუქი (mild), პარფიუმის-გარეშე (“fragrance free”) პროდუქცია. პარფიუმმა (fragrance) შესაძლოა გააღიზიანოს კანი.
ყურადღება მიაქციეთ პროდუქციას და არ გამოიყენოთ რომელსაც აწერია - “unscented” (არასურნელოვანი), რადგან ისინი შესაძლოა შენიღბულად შეიცავდნენ პარფიუმს და მათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება.
დაიბანეთ სახე ყოველდღიურად და ვარჯიშის შემდგომ თბილის წყლით და არა ცხელით.
რეგულარული გამოყენების საპონში შესაძლოა შედიოდეს უხეში ინგრედიენტები რამაც გამოიწვიოს კანის სიმშრალე.
გამოიყენეთ ბავშვის პარფიუმის გარეშე (fragrance free) დასაბანი საპნები, ან მსუბუქი სახის გამწმენდები (mild facial cleanser).
დაიტენიანეთ ყოველდღიურად - დამატენიანებელის რეგულარული გამოყენებით თქვენ კეტავთ/ბოჭავთ წყალს კანში. ამით შეინარჩუნებთ კანის ახალგაზრდობას და მოახდენთ ნაოჭების განვითარების პრევენციას.
რუტინულად გამოიყენეთ მზის დამცავი - მზეზე გასვლის წინ 15 წუთით ადრე, ასევე წყალთან ყოველი შეხების შემდეგ განმეორებით, და ყოველ 2 საათში ერთხელ.
დამატებითი რეკომენდაციებისათვის გაიარეთ კონსულტაცია - MD Zaza Telia