x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"იქნებ შენც მოგეჭრა რაღაც,რომ უფრო სწრაფად გერბინა"-ანა სემიონოვიჩი ფეხბურთელ ბისტროვს პასუხობს
image

მომღერალმა ანა სემენოვიჩმა უპასუხა რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელის, ვლადიმერ ბისტროვის გამონათქვამს "დიდმკერდიანი მოციგურავეების პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების შესახებ". მასთან დაკავშირებული პოსტი ხელმისაწვდომია სემიონოვიჩის ინსტაგრამზე.


სემენოვიჩმა ბისტროვის საქციელს ამორალური უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მას "ძუძუები კი არა, მკერდი აქვს". მან აღნიშნა, რომ ბისტროვიც ერთ დროს ლეგენდარული სპორტსმენი იყო: ”და შენ, ძვირფასო ვლადიმერ, ალბათ, შენც უნდა მოგეჭრა რაღაც, რომ უფრო სწრაფად გერბინა მინდორში და მეტი გოლი გაგეტანა, - დასძინა მომღერალმა.

image


5 თებერვალს ბისტროვმა განაცხადა, რომ ფიგურულს სრიალს თვალს ადევნებს, რადგან მისი ქალიშვილი სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული.

მან ჩათვალა, რომ სპორტის ამ სახეობის მთავარი პრობლემა სპორტსმენ გოგონებში დიდი მკერდია . ყოფილმა ფეხბურთელმა სემენოვიჩი მაგალითად მოიყვანა და აღნიშნა, რომ თუ მას სპორტში დარჩენა სურდა, მაშინ "ძუძუები უნდა მოეჭრა".


შეგახსენებთ, ანა სემიონოვიჩი ფიგურულ სრიალში 2001 წლამდე იყო, 2000 წელს რომან კოსტომოროვთან ერთად რუსეთის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. იგი პენსიაზე გავიდა მუხლზე მენისკის გამო და შოუ-ბიზნესში გადაერთო.მისმა მეწყვილემ კი- კოსტომაროვმა, ტატიანა ნავკასთან ერთად, 2006 წელს მოიგო ოლიმპიური თამაშები.

ვლადიმერ ბისტროვმა 2019 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა, არის რუსეთის ორგზის ჩემპიონი, რუსეთი თასის და სუპერთასის მფლობელი(ზენიტის შემადგენლობაში) და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

0
903
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0