x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
მიახლოებისა და თავიდან არიდების ტენდენცია

ფსიქოლოგიის მიმართულებები, რომლებიც ადამიანის ქცევას შეისწავლიან დაინტერესებულები არიან, თუ რა წარმართავს ადამიანის ქცევას, რა ანიჭებს მას ენერგიას. მიახლოებისა და თავიდან აცილების ტენდენცია წარმოადგენს გარემოზე მნიშვნელოვან პასუხს. იმისათვის, რომ ორგანიზმი გარემოში გადარჩეს აუცილებელია მიუახლოვდეს პოზიტიურ სტიმულებს (მაგალითად, საკვებს) მათი პოტენციური ჯილდოს გამო და თავიდან აიცილოს უარყოფითი სტიმულები (მაგ. მტაცებლები), რათა უსაფრთხოება შეინარჩუნოს (frijda, 1986; lang, 1995 .). რადგანაც ადამიანისათვის მნიშვნელოვანია გარემოში გადარჩეს, ევოლუციურად მოხდა მისი ადაპტირება, კერძოდ პოზიტიური და ნეგატიური სტიმულები იწვევენ სპონტანურ მიახლოებისა და თავიდან აცილების პასუხებს. (nuel, i., fayant, m. p., & alexopoulos, t. (2019). მრავალი კონცეპტუალური განსხვავებებიდან დღევანდელ ფსიქოლოგიაში, ყველაზე მეტად გამორჩეულია ‘’მიახლობა/თავიდან არიდების’’ ტენდენცია, რადგანაც იგი წარმოადგენს ფუნდამენტურ და ბაზისურ მოტივაციურ ელემენტს. მიახლოებისა და თავიდან არიდების მოტივაციას შორის განსხვავებებს აქვს დიდი და მდიდარი ისტორია ფსიქოლოგიაში. Lewin (1935) მიხედვით, მიახლოების მოტივაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ქცევის ენერგია ან ქცევა, რომელიც მიმართულია პოზიტიური სტიმულებისაკენ ( საგნები, მოვლენები, შესაძლებლობები), ხოლო თავიდან არიდების მოტივაცია შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ქცევის ენერგია ან ქცევა, რომელიც არ არის მიმართული ნეგატიური სტიმულებისაკენ( საგნები, მოვლენები, შესაძლებლობები). (Andrew j. elliot. (რედ). 2008)

მოტივაცია არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ის იძლევა პასუხს კითხვაზე _რატომ?. მიახლოებისა და თავიდან არიდების მოტივაცია, პირველად აღწერა ბერძენმა ფილოსოფოსმა დემოკრიტუსმა ( Democrirus of abdera 460-370 B.C.E.). იგი საუბრობდა ეთიკური ჰედონიზმის შესახებ, რომლის მიხედვით ადამიანის მოქმედებისათვის მთვარი განმსაზღვრელებია სიამოვნების დაუყოვნებელი მიღება და ტკივილის თავიდან აცილება ‘’ ადამიანისთვის ყველაზე კარგი რამ არის, რომ ისე იცხოვროს, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება და ბედიერება ჰქონდეს და ძალიან ცოტა პრობლემები’’. (fragment 189, see Copleston 1946, p. 125;)

უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამინის ქცევის მთავარ განსაზღვრელს და წარმართველს წარმოადგენდა სამყაროში გადარჩენის და უსაფრთხოების მოტივაცია, ხოლო იმისათვის, რომ ორგანიზმი გადარჩენილიყო, უნდა შეეძლებოდა პოზიტიური და ნეგატიური სტიმულების გარჩევა. კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების აზრით ცოცხალი ორგანიზმების მიერ პოზიტიურ სტიმულებთან მიახლოების და ნეგატიურ სტიმულებთან თავის არიდების მუდმივა გამოცდილებამ მიიღო სპონტანური ხასიათი, კერძოდ გონებამ(ტვინმა) დაისწავლა და ამის გამო ადამიანებმს განუვითარდათ გაუცნობიერებელ დონეზე მიახლოებისა და თავიდან არიდების სპონტანური ტენდენცია.

ტენდენციის შესამოწმებლად ჩატარდა მრავალი კვლევა. ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცდის პირები უფრო სწრაფად პასუხობდნენ სტიმულთან მიახლოების მოქმედებებს, ვიდრე უარყოფით სტიმულებთან, მაშინ როდესაც ცდის პირები უფრო სწრაფად განირიდებნენ უარყოფით სტიმულებს ვიდრე დადებით სტიმულებს. (მაგ., ”თავსებადობის პრინციპი”; chen & bargh, 1999; krieglmeyer, deutsch, dehouwer, & de raedt, 2010; solarz, 1960).

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცხოვრებაშვილი
მარიამ ცხოვრებაშვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0