საბუნებისმეტყველო გეოსმინი - სუნი წვიმის შემდეგ 2021, 8 თებერვალი, 10:11 გეოსმინი — ორგანული ნივთიერება, ასევე ცნობილი, როგორც წვიმის არომატი. წარმოქმნიან გარკვეული ბაქტერიები. მისი სუნი მკაფიოდ იგრძნობა, მაშინ, როდესაც გამომშრალ ნიადაგზე წვიმის წყალი მოხვდება ადამიანის ცხვირი ძალიან მგრძნობიარეა გეოსმინის მიმართ, ცხვირის რეცეპტორებს შეუძლიათ მისი ისეთ კონცენტრაციაში აღმოჩენა, როგორიცაა ტრილიონში მინიმუმ ხუთი. არის დეკალინისგან წარმოებული ბიციკლური სპირტი, მისი ქიმიური ფორმულაა C12H22O. ტერმინი გეოსმინი მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან „γεω“- [geō] ნიშნავს „დედამიწას“, ხოლო „ὀσμή“- [osmḗ] „სუნს“. წვიმის შემდეგ სუნი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სასიამოვნოა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ სპეციფიკურ სუნამოს თავისი სახელი აქვს. ტერმინი ”პატრიკორი” შემოიღეს ამ სუნის შესწავლის დროს 1964 წელს, მეცნიერებმა როდერიკ ტომასმა და იზაბელა ბერმა. სიტყვა "პეტრიკორს" ბერძნული ფესვები აქვს: "გეო" ნიშნავს "ქვას" და "სმინი" ნიშნავს წყალს. რა იწვევს სასიამოვნო არომატს, რომელიც წვიმის დროს მოდის? მშრალი პერიოდის განმავლობაში მცენარეები მუდმივად გამოყოფენ ყველა სახის ზეთს, რომლებიც შეიწოვება ნიადაგში და ქანებში. როდესაც წვიმა დაეცემა მიწაზე, წყალი ხვდება მიკრო-ბზარებსა და ფორებში. მათში არსებული ჰაერი ქმნის სველ ზედაპირზე ბუშტებს, რომლებიც ადიდებული, უამრავ მიკრო წვეთს ყრის ჰაერში. ამ პატარა ნაწილაკებს, მცენარეული ზეთების შემცველობით, აჰყავს ჰაერის დინებები და ატარებს გარშემო, ქმნის უნიკალურ და საყვარელ არომატს. ამავე მიზეზით, სხვათა შორის, წვიმის დროს, ჰაერში დიდი რაოდენობით ნიადაგის ბაქტერიები ჩნდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მხრივ წვიმა შეიძლება საშიში იყოს იმუნური სისტემის დასუსტების მქონე ადამიანებისთვის. 27 4-ს მოსწონს |