საქართველო რომელი ქვეყნების მოქალაქეები ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში 2021, 6 თებერვალი, 19:08 ყველაზე მეტჯერ თხოვნა თავშესაფარზე ირანის მოქალაქეებზე მოდის.მათ გასული წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი- 232 განცხადება შეიტანეს.მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოში მიგრაციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასული წლის იანვრიდან მოყოლებული სექტემბრის ჩათვლით საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა 688 უცხოლემა მოქალაქემ. თავშესაფრის შესახებ ყველაზე მეტი განცხადება შეიტანეს ირანის მოქალაქეებმა - საერთო ჯამში, მათგან ამ პერიოდის განმავლობაში 232 განცხადება იქნა მიღებული. მეორე ადგილზეა ინდოეთი-51 განცხადება, შემდეგ მოდის თურქეთი, რუსეთი და ერაყი-შესაბამისად 50, 46 და 42 განცხადება. თუმცა ყველა მათგანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.ამ პერიოდში თავშესაფარზე უარი ეთქვა 269 ადამიანს. მათ შორის არიან ირანის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ასევე, იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან გააძევეს 42 უცხოელი, აქედან აზერბაიჯანის ექვსი, თურქეთის ექვსი, ირანის რვა, კამერუნის სამი, ნიგერიის სამი, უკრაინის ორი, რუსეთის ორი და ბანგლადეშის ორი მოქალაქე, აგრეთვე თითო-თითო მოქალაქე - განა, ინდოეთი, კოტ დ 'ივუარი, სუდანი, უზბეკეთი, ბელორუსია და გვინეა-ბისაუდან. 288 4-ს მოსწონს
|