XXI საუკუნის 10 საუკეთესო ისტორიული დრამა, რომელიც წარსულში დროის მანქანასავით გამოგზაურებთ
ისტორიული ფილმი ყოველთვის ფავორიტია, კინოინდუსტრიაში და ეს უმიზეზოდ არ ხდება! გასული წლების ყველა მოვლენა, ჩვენს ცხოვრებაზე და ისტორიის მსვლელობაზე ახდენს გავლენას. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ასეთი ფილმების ყურება, — ნამდვილად რომ, სასიამოვნოა.
ამ ფილმების წყალობით, შესაძლებელობა გვაქვს შევეხოთ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს, მეფეთა სასახლეებში შევიხედოთ, წარსული საუკუნეების საშინელებები ვიხილოთ... და ა. შ.
აქ ჩევეს საუკუნეში გადაღებულ, საუკეთესო ისტორიული ფილმების ათეულს წარმოგიდგენთ, რომელიც ყველა კინომოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს:
«უკანასკნელი სამურაი»
«უკანასკნელი სამურაი» (რეჟ. ედვარდ ცვიკი), 2003 წ.
ეს ფილმ «ოსკარის» 4 პრემიაზე იყო ნომინირებული, აქვს უამრავი ჯილდო და ნომინაცია. ფილმში მოქმედება იაპონიაში, XIX საუკუნის 70–იან წლებში ხდება. თანამედროვე საომარი ხელოვნების შესასწავლად, იაპონიის იმპერატორს ამერიკელი სამხედრო ოფიცერი აჰყავს. ამგვარად, ის, გლობალური მოდერნიზაციის ფარგლებში, სამურაების განადგურებას და ახალი არმიის შექმნას აპირებს.
«ნიუ-იორკის ბანდები»
«ნიუ-იორკის ბანდები» (რეჟ. მარტინ სკორსეზე), 2002 წ.
ფილმის სიუჟეტს საფუძვლად, 1928 წელს გამოსული, იგივე სახელწოდების, ჰერბერტ ოსბერის დოკუმენტალური წიგნი დაედო, რომელშიც მოთხრობილია დაპირისპირების შესახებ, ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას და ირლანდიელ იმიგრანტებს შორის. ამ დანაშაულებრივი დაჯგუფებებისთვის კანონი არ არსებობს და ისინი მზად არიან, ტერიტორიებისთვის ბრძოლაში, ყველაფერზე წავიდნენ, დიდი მსხვერპლის მიუხედავად.
«შოტლანდიის უკანასკნელი მეფე»
«შოტლანდიის უკანასკნელი მეფე» (რეჟ. კევინ მაკდონალდი), 2006 წ.
ჯაილს ფოდენის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ეკრანებზე 2006 წელს გამოვიდა. და მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟია, – მის გარშემო მყოფი ადამიანები და ფილმში განვითარებული მოვლენები, სრულიად რეალურია... ფილმში მოქმედება უგანდაში ხდება, სადაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა შოტლანდიელი ექიმი ჩადის. დროთა განმავლობაში, ის სახელმწიფო მეთაურის მრჩეველიც კი გახდა... თუმცა, მალე სისხლიანი გარჩევების და დიქტატორული რეჟიმის გამო, დამოკიდებულება შეიცვალა და რეჟიმზე გავლენის მოხდენას, ყველანაირად ცდილობდა.
«მეფის სიტყვა»
«მეფის სიტყვა» (რეჟ. ტომ ჰუპერი), 2010 წ.
ფილმის სიუჟეტის ცენტრალური ფიგურა — ჰერცოგია (ელისაბედ II-ის მამა), რომელიც ძმის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, იძულებულია მისი ადგილი დაიკავოს და ჯორჯ VI გახდეს. ამ ამბის გამო, ჰერცოგი პამიკაში ვარდება, რადგან ბავშვობიდან ენის ბორძიკი ჰქონდა, ხოლო ახლა, ის ქვეყნის სახე და ხმა უნდა გამხდარიყო. საკუთარი შიშის დასაძლევად, ის იძულებული გახდა დახმარებისთვის ავსტრალიელი სპეციალისტისთვის მიემართა, რომელიც პაციენტების სამკურნალოდ, ეფექტურ, მაგრამ მეტად უცნაურ მეთოდებს იყენებდა.
«ზეციური სამეფო»
«ზეციური სამეფო» (რეჟ. რიდლი სკოტი), 2005 წ.
ეს ისტორიული დრამა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის (1189-1192) წინა პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. მისი მთავარი გმირი — ახალგაზრდა მსროლელი, რომელიც იძულებულია სამშობლოდან გაიქცეს და ის ჯვაროსნების რაზმს უერთდება. ხოლო, ამ რაზმის მეთაური მამამისა. მაგრამ, ის მალე იღუპება...
«მარი ანტუანეტი»
«მარი ანტუანეტი» (რეჟ. სოფია კოპოლა), 2006
ბიოგრაფიული მელოდრამა საფრანგეთის ყველაზე ცნობილი დედოფლის — მარი ანტუანეტას წარმოუდგენელი და ამავდროულად, ტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს. ის ავსტრიის მეფის ქალიშვილი იყო და 14 წლის ასაკში, საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს მიათხოვეს, რითაც ორ ქვეყანას შორის, ალიანსი გაფორმდა. 19 წლის ასაკში კი, ის უკვე საფრანგეთის დედოფალი იყო... და მის ცხოვრებაში, სრული თავისუფლების პერიოდი დაიწყო. ისეთი არაფერი იყო ქვეყანაზე, რომ მოენდომებინა და მისი სურვილი არ შეესრულებინათ... და თითქოს ცხოვრება აეწყო, მაგრამ მისი სიცოცხლე მოულოდნელად და საშიმლად შეწყდა... თუმცა, ფილმის ავტორს, ამ სიტუაციის საკუთარი ვერსია აქვს.
«სასტუმრო რუანდა»
«სასტუმრო რუანდა» (რეჟ. ტერი ჯორჯი), 2004 წ.
ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც გასული საუკუნის 90–იან წლებში, რუანდაში მოხდა. 1994 წელს ბელგიის ყოფილ კოლონიაში პოლიტიკური სიტუაცია გართულდა, რომელიც ორი ტომის დაპირისპირებით იყო პროვოცირებული. ძალადობის და მკვლელობისგან დაცვის მიზნით, პრესტიჟული სასტუმროს, «რუანდას» მფლობელი თავშესაფარს აძლევს განსაცდელში აღმოჩენილ ადამიანებს. სიტუაცია იმით რთულდება, რომ სასტუმროს მმართველი, დაპირისპირებული ტომებიდან, ერთ–ერთს ეკუთვნის, ხოლო მისი მეუღლე – მეორეს. ბუნებრივია, რომ ეს დიდ უთანხმოებას იწვევს...
«ომის ყვავილები»
«ომის ყვავილები» (რეჟ. ჭანგ იმოუ), 2011
1937 წელს, ჩინეთ–იაპონიის ომის დროს, ამერიკელი მესაფლავე, გარდაცვლილი მღვდლის დასამარხად, მონასტერში ჩადის, რომლის მიღმა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მონასტერში მისი აღსაზრდელები იმალებოდნენ, ხოლო შემდეგ, მათ ადგილობრივი საროსკიპოდან, მსუბუქი ყოდაქცევის გოგონებიც შეუერთდნენ. მესაფლავე თავს მღვდლად ასაღებს და იაპონელი ჯარისკაცებისგან გოგონების დაცვას ცდილობს. ფილმს საფუძვლად რეალურად მომხდარი ამბავი უდევს და უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჩვენება იაპონიაში აკრძალულია.
«ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ»
«ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ» (რეჟ. რონ ჰოვარდი), 2008
ფილმში, რომელიც პიტერ მორგანის, იგივე სახელწოდების, პიესის მიხედვით არის გადაღებული, მოქმედება 1977 წ. აშშ–ში ხდება. იძულებითი გადადგომიდან, სამი წლის შემდეგ, აშშ–ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ცნობილი ჟურნალისტის დევიდ ფროსტისთვის ინტერვიუს მიცემა გადაწყვიტა. მაგრამ, ჩვეულებრივი ინტერვიუ, უეცრად, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ დუელად იქცა... ეს დებატები ამერიკული ტელეჟურნალისტიკის ოქროს ფონდში შევიდა, ხოლო ფილმი «ოსკარის» 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
«მერი – შოტლანდიის დედოფალი»
«მერი – შოტლანდიის დედოფალი» (რეჟ. ჯოსი რურკი), 2018 წ.
2018 წელს გადაღებულ ფილმს საფუძვლად ჯონ გაის ისტორიული რომანი უდევს. შოტლანდიის ახალგაზრდა დედოფალი მარიამ I სტიუარტი საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება (ის მეფის ერთადერთი კანონიერი შთამომავალი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, 6 წლის მარიამი მეფედ გამოაცხადეს და საფრანგეთში გაგზავნეს, ხოლო ქვეყანას რეგენტები მართავდნენ). ის ინგლისის ტახტის დაკავების ერთ-ერთი კანონიერი პრეტენდენტი იყო და ამიტომ, ბრიტანეთის სამეფოში ჩასვლისთანავე, ის სასახლის ინტრიგებში ეხვევა...