x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
10 სამარცხვინო სცენა, რომელთა გახსენებაც მსახიობებს არ უნდათ

მსახიობები ხშირად ნანობენ ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის გამო, ზოგჯერ კი გარკვეული სცენების გახსენებაც არ უნდათ:



ჰიუ ჯეკმანი- “მუვი 43"- მსახიობის ყველაზე აბსურდული და სამარცხვინო როლი ალბათ ესაა. მართალია ფილმში შავი იუმორი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ მსახიობს სულაც არ ეცინებოდა. მიზეზი ქეით უინსლეტთან პაემნის სცენა გახდა, სადაც მამაკაცი უცნაური “დეფექტით" წარსდგა. კრიტიკოსებმა მთელი ფილმი უარყოფითად შეაფასეს.image



არნოლდ შვარცნეგერი- “ჰერკულესი ნიუ იორკში"- ჰიუ ჯეკმანისგან განსხვავებით შვარცნეგერი თავის გამოცდილებას სიცილით იხსენებს “ ეს მართლა იაფფასიანი ფილმია, რომელსაც ყოველთვის დავცინი, მეც სულელად ვჩანვარ". განსაკუთრებით სასაცილოა სცენა, სადაც შვარცნეგერი ყალბ დათვს ეჩხუბება.image


ჯენიფერ ლოურენსი- “მგზავრები"- ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, აი ლოურენსი კი ზოგიერთ სცენას სირცხვილით იხსენებს. მსახიობი განსაკუთრებით ააღელვა სასიყვარულო სცენებმა კრის პეტთან, რომელიც იმ დროისთვის დაქორწინებული იყო. ლოურენსის თქმით სასიყვარულო სცენები დაოჯახებულ მამაკაცთან პირველად ჰქონდა და ამის გამო ძალიან ინერრვიულა.image



მარტინ შინი- “აპოკალიფსი დღეს"- საკულტო ფილმის დასაწყისში ფილმის მთავარი გმირი კაპიტანი უილარდი ნასვამია და სასტუმროს ნომერში ლეწავს ყველაფერს, კედლებს მუშტებს ურტყამს, ასისხლიანებს და დეპერესიაში ჩავარდნილი იკეცება. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი, შინი იმ დროისთვის მართლა მთვრალი იყო. როდესაც მეორე დღეს შინი გადასაღებ მოედანზე მივიდა და ყველაფერი დალეწილი და დასისხლიანებული დაინახა ძალიან შერცხვა.image


ნიკოლ კიდმანი - “დიდი პატარა ტყუილები"- სერიალში კიდმანი ახალგაზრდა ქალის, სელესტას როლს ასრულებს, რომელიც დესპოტი ქმრის ძალადობისგან იტანჯება. ერთ-ერთ სცნაში სელესტა ქმრუს ფეხებთან წევს, აკანკალებული, ნაცემი და შეშინებული. კიდმანის თქმით ამ სცენამ ძალიან იმოქმედა მასზე, თავს დამცირებულად გრძნობდა და ბრაზი ერეოდა. სასტუმროს ნომერში შესვლის შემდეგ ცხელ გულზე ფანჯარაც კი ჩაამსხვრია.image


ბრაიან კრენსტონი- “მძიმე დანაშაული''- სერიალში მსახიობი უოლტერ უაიტის როლს ასრულებს. ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ყოველთვის ცუდად ახსენდება სცენა, რომელშიც თავისი თანამზრახველის, ჯესის ახალგაზრდა შეყვრებული კვდება ნარკოტიკების ზედოზირებისგან, უოლტერი კი უბრალოდ უყურებს და არაფრით ეხმარება, რადგან იცის, რომ გოგონა ჯესის დაღუპავს. განსაკუთრებით მძიმე კი იმიტომ გახდა ეს სცენა, რომ მსახიობს ახალგაზრდა ქალიშვილი ჰყავს, რომელიც იგივე ასაკის უნდა ყოფილიყო.image



ალფი ალენი- “სამეფო კარის თამაშები"- მსახიობისთვის ყველაზე მძიმე სცენა გახდა სანსას და რამსის “პირველი ღამის" სცენა, რომელშიც ფაქტობრივად გაუპატიურების მოწმე ხდება იძულებით. მსახიობის თქმით სცენამ მის ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა.image



ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაერი- “დონს პლამი"- მსახიობებისთვის ამ ფილმიდან რთულია ისეთი სცენის არჩევა, რომლისაც არ რცხვენიათ. ფილმის განმავლობასი ისინიი გამუდმებით ცხვირში იქექებიან, იმანჭებიან, ცუდად ხუმრობენ და ა. შ. მსახიობები თვლიან, რომ ასეთი პროექტი მათ ცუდი მხრიდფან წარმოაჩენს, ამიტომ სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ფილმის ჩვენება ამერიკასა და კანადაში აიკრძალა.image











0
265
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0