კულტურა
ყველაზე სასურველი: ფოტოგრაფის თვალით დანახული ქალის იდეალი, რომელზეც მსოფლიოს ყველა კაცი ოცნებობს
2021, 5 თებერვალი, 15:53
"სექსუალურ მანიაკად" და "ეროტიკული ფოტოგრაფიის კლასიკოსად" წოდებული ჟან - ფრანსუა ჟონვილი - მე -20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოხელოვანი გახლავთ. ფოტოგრაფიის გენიოსს ქალის სილამაზის დანახვა ისე შეეძლო როგორც სხვას არავის.
ჟონვილის თქმით, მშვენიერი სქესის წარმომადგენლისთვის ფოტოს გადაღებისას მას სურდა, ქალს სცოდნოდა რომ ის დედამიწაზე ყველაზე ლამაზი და სასურველი იყო, და როგორც ჩანს, მას ეს უმაღლეს დონეზე გამოსდიოდა: "როცა ქალს ფოტოს ვუღებ, მინდა, მან იცოდეს, რომ ამ სამყაროში ყველაზე ლამაზია, რადგან, როცა ქალი საკუთარ თავს ლამაზად აღიქვამს, ის მართლაც რომ ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია". ჟონვილის გმირი - ყველაზე სასურველია მსოფლიოში. სენსუალური, მაცდუნებელი და წარმოუდგენლად მიმზიდველი - ის ყველა მამაკაცის ოცნებაა!