x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115286
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
სისტემატური ვარჯიში ქალებს საშუალებას აძლევს ზე სექსუალურებად გამოიყურებოდნენ, მთავარია სურვილი და მონდომება

image სამწუხაროდ ხშირად შეხვდებით ქუჩაში ძალიან ლამაზ გოგონებს, რომლებიც სიმსუქნის გამო ძლივს ადიან აღმართზე.
ასეთ დროს გული მიწუხს, მწყინს უცხოელი მწერლების თუ მისიონერების მიერ ულამაზესად ფახასიათებული ქართველი ქალი და საერთოდ ახალგაზრდა გოგონები სხეულის ფორმას რომ არ უფრთხილდებიან.
საბედნიეროდ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი ფიტნეს კლუბები იხსნება, სადაც მამაკაცებთან ერთად ქალებიც დადიან და სხეულს იკაჟებენ ამასთან ერთად ვარჯიშით ახდენენ სხეულის კორექციას.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ხშირად შემხვედრია ქუჩაში ნელი ტემპით მორბენალი ახალგაზდა თუ საშუალო ასაკის ქალები. მათთვის ეს ცხოვრების წესია, ძალიან მსუქანი ფერადკანიანი ქალბატონიც მინახავს სანაპიროზე "ძუნძულით" მიმავალი, მას სულაც არ ადარდება გარშემომყოფების მიერ მისთვის გაყოლებული მზერა და ვფიქრობ ეს ასეც უნდა იყოს.
ვიცი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ვცხოვრობთ, ფიტნეს-კლუბებიც დაკეტეს პანდემიის გამო, მაგრამ საკუთარ სახლში თუნდაც 10 წუთიან მსუბუქ ვარჯიშს წინ რა უდგას?
ბევრი სლავ ქალებზე "გიჟდება" ტანკენარები არიანო, მე სხვას ვიტყვი: ქართველ ქალზე შარმიანი ქალი იშვიათია.
წონის კორექცია კარგი ჯანმრთელობის საწინდარია, ნავარჯიშევი ქალბატონი თუ ახალგაზრდა გოგონა არ შეიძლება ნეგატიურ აურას გამოყოფდეს.
პოზიტივზე მყოფი ადამიანი კი გარს მყოფებზეც პოზიტიურად მოქმედებს.
მართალია სტატიის სათაურში აქცენტი სექსუალური გარეგნობის ქალებზე იყო საუბარი და მეც ასე ვთარგმნე, მაგრამ მათ სექსუალურაბას ამჟამად შევეშვათ და უბრალოდ შევხედოთ თუ რა სასიამოვნოდ გამოიყურებიან სუსტი სქესის წარმომადგენლები.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


























0
496
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
496