x
image
თუთიკო ბერძენა
ცოდვა თაობებზე არ გადადის და მტკიცება- "წინაპრების ცოდვამ უწია"- არაქრისტიანულია!
image


"მამებმა კაწახი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ”, - იუდეველთა ცნობილი სწავლება, რომლის ანალოგი ქრისტიან ქართველებსაც გვაქვს დღემდე - " ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილი". საოცარია, როცა ამ გამოთქმას " ღრმად მორწმუნე ქრისტიანები" იმეორებენ.


ამ უღვთო სწავლების მოსასპობად უფალმა პირდაპირ და აშკარად გააცხადა რჯულდება: შვილები არ დაისჯებიან მამათა ცოდვების გამო! დაისჯება მხოლოდ ის, ვინც პიროვნული ნებით, მთელი შეგნებით, განზრახულობით და საქმით თანაეზიარება წინაპართა ცოდვებს და გადაამეტებს მათ ბოროტებაში.


საღვთო წერილშია: “ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს”....



იოანე ოქროპირი: “ცხოველ ვარ მე, - იტყვის უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: “მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემხუნეს”


ცოდვა თაობებზე არ გადადისო, გვიმტკიცებენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. კირილე, ნეტარი თეოდორიტე კვირელი.


არ მგონია, მათზე დიდი ქრიასტიანები ვიყოთ ჩვენ, ვისაც ენაზე გვაკერია ბებიისა და ტყემლის ამბავი. რაც შეეხება მადლს, იგი მიეფინება თაობებს, ე.ი. თესლობითად კი არ გადადის, - ნუ იყოფინ, - არამედ საღვთო ნებით სულიერად მიეფინება თაობათა შორის სათნოების აღმსრულებლებს და აცხოვნებს მათ.

1
151
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
151
  
2021, 24 თებერვალი, 21:22
სულ მაღიზიანებდა წინაპრების ცოდვის გამო რატომ უნდა აგოს პასუხი მომავალმა თაობებმა-თქო. გაიხარე! აგერ ბიბლიაში ყოფილა ახსნა
0 1 1