x
image
თუთიკო ბერძენა
საქართველოში ხალხი შიმშილით კი არა, სიზარმაცით მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა. თებერვალია, მოემზადეთ, გაინძერით!

image



ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირველესია,
მას შემდეგ დგას განათლება და ეკონომიკა.


"ეკონომიკა გახსენით!"- გაჰკივიან
"რა მნიშვნელობა აქვს, შიმსილით მოვკვდებით თუ კორონათი!" -გამოჰკივიან


ამ დროს ათასობით ჰექტარი მიწებია დაუმუშავებელი.



შარშან თებერვალში, როგორც კი პანდემია დაიწყო, მე და დედამ (მამაკაცი არ გვყავს ოჯახში) სხვისი ნაკვეთი დავამუშავეთ. გაზაფხულის ბოლოს მოვიწიეთ სიმინდი, სხვადასხვა ჯიშის ლობიო, ბარდა, ცერცვი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკები, მხალეული, ათასნაირი მწვანილი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, მზესუმზირა, ათასნაირი ჯიშის კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, მარწყვიც კი!!! ზოგისგან კონსერვები გავაკეთეთ, ზოგი გავყინეთ, ზოგიც დავჩირეთ. პაწაწინა წიწილებიც ვიყიდეთ და გამოვზარდეთ.


თან ეს ყველაფერი ბ ი ო !

როცა ნამუძშევარი სახლში ვბრუნდებოდით, დედა უჯრაში იხედებოდა სიცილით, ჩემი ჯინჯჯილები ხომ ადგილზეაო,


ჯინჯილები სკოლის მედალი
ექიმის წითელი დიპლომი
იურისტის წითელი დიპლომი,

ასეთი ფიზიკურად დაღლილი მერე სადისერტაციო თემაზე მუაობდა და კვლევას აკეთებდა.

ამ დროს ზოგიერთი მეზობელი ბირჟაზე იდგა მთელი დღე და წუწუნებდა:
- არიქა, მშივრები დავიხოცებით!

ანუ რისი თქმა მინდა - მარჯვე ადამიანი არასდროს მოკვდება შიმშილით. შიმშილით მხოლოდ ზარმაცები და იოლ შრომას მიჩვეულები კვდებიან.





0
189
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0