კულტურა 14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ! 2021, 17 მარტი, 11:42 გარემოს დაბინძურება არის საკითხი, რომელზეც თითოეული ადამიანი უნდა ღელავდეს და გამოსავალის პოვნაზე დაიწყოს ფიქრი. თუმცა როგორც ჩანს დღემდე სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ახლა კი ნახეთ ჩვენი დღევანდელი სტატია და შემდეგ კიდევ ერთხელ დაფიქრდით გარემოზე. ყოველწლიურად ზღვაში გადაყრილი ნაგვის რაოდენობა 6 მილიონ კილოგრამზე მეტია, რომელთაგან ბევრი ტოქსიკურია და საზღვაო სამყაროს საფრთხეს უქმნის. წყნარ ოკეანეში არის პლასტმასის ნაგვის კუნძული რომელსაც მოიხსენიებენ როგორც "წყნარი ოკეანის ნაგავსაყრელი" ან "წყნარი ოკეანის ნაგავსაყრელი" ან კიდევ "წყნარი ოკეანის ნაგვის მორევი". ეს კაცობრიობის სირცხვილია! აშშ, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს, აწარმოებს მსოფლიოს ნარჩენების 30% -ს და იყენებს მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების დაახლოებით 1/4. თუ ფიქრობთ, რომ ნავთობი ზღვაში მხოლოდ დიდი ავარიების შედეგად იღვრება, ძალიან ცდებით! სინამდვილეში, ყოველი მილიონი ტონა ნავთობიდან ერთი ტონა ზღვაში "შემთხვევით" იღვრება. შედარებით, მსოფლიოში ყველაზე სუფთა რეგიონი ანტარქტიდაა. მსოფლიოში ჰაერი ყველაზე მეტად ჩინეთშია დაბინძურებული. სასმელი წყალი, რომელსაც 700 მილიონი ჩინელი იყენებს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია, დაბინძურებულია. წყალი ყველაზე მეტად ინდოეთშია დაბინძურებული. ქვეყნის ნაგვის 80% პროცენტი მდინარე განჯიში იყრება. ხმაურის დაბინძურება ამჟამად ყველაზე მეტად უგულებელყოფილი დაბინძურებაა. არადა იწვევს ბევრ სერიოზულ პრობლემას, როგორიცაა სტრესი, სმენის დაქვეითება, ძილის დარღვევა, მაღალი წნევა. მსოფლიოში ყველაზე ბინძური ტერიტორიაა ყარაჩაის ტბა, სადაც რუსეთი ბირთვულ ნარჩენებს ყრის. ამ ტბაში მხოლოდ 1 საათის გატარებას ადამიანისთვის ფატალური შედეგები მოაქვს. ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, კომპიუტერების და სხვა ელექტრონული აპარატების ფართო გავრცელებასთან ერთად, მათი ნარჩენები ბევრად უფრო დიდი პრობლემა ხდება. არადა სავსებით შესაძლებელია მათი დიდი ნაწილის რეციკლირება, გადამუშავება. ათასობით ზღვის ბინადარი, თევზი, ზღვის კუ, დელფინი და ა.შ. იღუპება ნაგვის გადაყლაპვით. ინდოეთში ყოველდღე ათასობით ბავშვი იღუპება დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების გამო. "სინათლის დაბინძურება" მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ადამიანზე, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ცხოველებზე. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები როგორი იქნება 2021 წელი თხის რქებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი მშვილდოსნებისთვის? ბუნების ჯადოსნური სილამაზე: გაიცანით ალბინოსი ცხოველები 14 დიზაინერი, რომლებიც ახლავე უნდა დაჯილდოვდნენ! როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი კირჩხიბებისთვის? ცივი ომის ყველაზე თბილ სისხლიანი პერსონაჟი, საბჭოთა კოსმოსური ძაღლი: ლაიკა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები! 7 ყველაზე წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ! 244 4-ს მოსწონს
|