x
image
მაქს კავალერა
99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც)
image
მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა ????
სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე ????
რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.
და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის, წერს ნიკა გვარამია თავის სოციალურ ქსელში.
0
177
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0