სხვა "ვაქცინა ძმაკაცებს გაუკეთა"-ამერიკაში 22 წლის რუს სტუდენტით პროკურატურა დაინტერესდა 2021, 2 თებერვალი, 15:50 ![]() ფილადელფიაში, სადაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 109 ათასს ჰქონდა კორონავირუსი და დაახლოებით 3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ინფექციის გადაცემის რისკი მაღალი იყო. ცხრა თვის წინ, 22 წლის ანდრეი დოროშინმა, პენსილვანიის დრექსელის უნივერსიტეტის ასპირანტმა, შექმნა სტარტაპი Philly Fighting Covid, რომელმაც შექმნა დამცავი ნიღბები 3D პრინტერის გამოყენებით. მოგვიანებით, კომპანიამ კორონავირუსზე ტესტირებაც დაიწყო და მალევე მიიღო ხელისუფლებისგან გრანტი მასობრივი ვაქცინაციის კლინიკის მართვისთვის. ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა. "რატომ უნდა ვენდოთ ცხრა თვის წინ შემქნილ ორგანიზაციას, რომელიც სტუდენტებმა დააარსეს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის შესაქმნელად? და არა ორგანიზაციებს, რომლებსაც ადამიანების დახმარების გამოცდილი რეზიუმე აქვთ?სრულიად გაოგნებული ვარ, როგორ მოხდა ეს?" - განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის საბჭოს წევრმა კეტრინ გილმორ რიჩარდსონმა. ცოტა ხნით, ფილადელფიის ხელისუფლებას პრეტენზიები არ ჰქონდა დოროშინის კომპანიასთან, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ Philly Fighting Covid გადავიდა არაკომერციული მოდელიდან კომერციულზე, განაახლა თავისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ისე, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციას არ შეატყობინა. ![]() ![]() ამ ბრალდების შემდეგ, ანდრეი დოროშინმა ინტერვიუ მისაც Today Show- ს და აღიარა, რომ 23 იანვარს მან აიღო ვაქცინის ოთხი დოზა, რომელიც ცენტრში დარჩა. მან ასევე აღიარა, რომ მან პირადად გაუკეთა ინექციები თავის ოთხ მეგობარს, მიუხედავად იმისა, რომ მას არა აქვს შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაცია. "ვაქცინები გაუკეთეთ თქვენს მეგობრებს, ახალგაზრდებს. რატომ ვერ იპოვნეთ ადამიანი, ვისაც ეს უფრო სჭირდება? არიან მოხუცები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ამ ვაქცინაზე წვდომა", - ჰკითხეს ჟურნალისტებმა დოროშინს. "ჩვენ ყველას დავურეკეთ, ვისაც ვიცნობდით, - უპასუხა დოროშინმა. - ყველას! მაგრამ ამ დოზებს ვადა ეწურებოდათ." იმავე ინტერვიუში მან აღიარა, რომ ის არ არის ექთანი, ამიტომ მას არ ჰქონდა ინექციების გაკეთების უფლება. "მესმის, რომ შეცდომა დავუშვი. ეს არის შეცდომა, რომელზეც მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო. მაგრამ ეს არ არის ჩემი ორგანიზაციის შეცდომა." თუმცა დღეისთვის ფილადელფიის ხელისუფლებას ბევრი კითხვა აქვს დოროშინის კომპანიის მიმართ. მათ ის აღელვებთ, რომ ვაქცინაციის ცენტრმა აცრაზე ნება დართო ყველას, განურჩევლად ასაკისა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი ფილადელფიაში და ქალაქმა გადაწყვიტა ჯერ 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს გაუკეთოს. ექთნის, კატრინა ლიპინსკის თქმით, ყველა პაციენტი, ვისი ინექციაც მოუწია, არ აკმაყოფილებდა ამ პირობებს. "ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ვაქცინების განაწილების საქმეში გვაქვს.ვერ მოვთხოვთ ფილადელფიის მოსახლეობას, ენდონ იმ ორგანიზაციას, რომელსაც ჩენ თვითონ აღარ ვენდობით", - თქვა ჯეიმს გაროუმ, ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ. 432 4-ს მოსწონს
|