x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ არ დაკრძალეს თავის დროზე ლენინი და რომელი საბჭოთა ბელადის პიროვნების კულტი უფრო დიდი იყო

პიროვნების კულტი, როგორც ავტოკრატიის ნიშანი, იმ ქვეყანაში იყო, სადაც სოციალიზმს აშენებდნენ და ორიენტირებულნი არა პირადზე, არამედ, საერთოზე იყვნენ. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ტერმინი – «პიროვნების კულტი», პირველად, იგივე ქვეყანაში, მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში, მის გასანადგურებლად გამოიყენეს. ლენინს და სტალინს სიცოცხლეშივე ადიდებდნენ... თუმცა, თუ დროთა განმავლობაში, ამ ამ უკანასკნელისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა, – ლენინი ისევ «ცოცხალია»... რუსეთი მზად არ არის, რომ მას საბოლოოდ დაემშვიდობოს.


imageimageრაც შეეხება სტალინს, მისი კულტი ჯერ კიდევ 20-იან წლებში «დაიბადა» – გაჩნდა ქალაქი სტალინგრადი (ყოფილი ცარიცინი, ამჟამად, ვოლგოგრადი). დროთა განმავლობაში, კულტი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა... მას სიცოცხლეშივე უდგავდნენ უზარმაზარ ძეგლებს, მის სახელს გაზეთებში დიდი ასოებით ბეჭდავდნენ, მისი კრიტიკა აკრძალული იყო...


მისი დაფასება დაკარგვის შემდეგ დაიწყეს


imageბელადთან დამშვიდობების მსურველთა რიგი


ლენინისადმი საყოველთაო სახალხო აღფრთოვანება, მის ავადმყოფობას და გარდაცვალებას დაემთხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ მის პერსონას, სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ შესძინა დამატებითი მნიშვნელობა, რადგან დანაკარგი აუნაზღაურებელი იყო...

სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ბელადი, მისი ახლობლების ნების წინააღმდეგ, კომუნიზმის სიმბოლოდ და ობიექტად იქცა:
21 იანვარი – მისი გარდაცვალების დღე, ხელისუფლებამ გლოვის დღედ გამოაცხადა, პეტროგრადი – ლენინგრადი გახდა და ბრძანება გაიცა, რომ ყველა დიდ ქალაქში ილიჩისთვის ძეგლები დაედგათ. ხოლო, მისსავე სახელობის ინსტიტუტს, ლენინის შრომების სხვადასხვა ენებზე თარგმნა და გამოცემა დაევალა.
როგორ დარჩა მისი ცხედარი დაუმარხავი? ვლადიმერ ილიჩთან დამშვიდობების მსურველთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საბჭოთა მოქალაქეები მოსკოვში სპეციალურად ჩადიოდნენ და უზარმაზარ რიგებში დგებოდნენ, რომ ბელადს დამშვიდობებოდნენ. ამიტომ, იმისთვის, რომ ბელადისადმი ვალის მოხდის საშუალება ყველა მსურველისთვის მიეცათ, მისი მოთავსება სპეციალურ მავზოლეუმში გადაწყდა, რომელიც პირდაპირ წითელ მოედანზე ააშენეს.


imageპირველი მავზოლეუმი ხის იყო


სავსებით შესაძლებელია, რომ ეს თავიდან დროებით მიღებული ზომა ყოფილიყო და მომავალში ლენინის დაკრძალვა იგეგმებოდა კიდეც. მაგრამ, «პრავდაში» გ. ზინოვიევის (საბჭოთა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და ლენინის უახლოესი მეგობარი) სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ლენინის მავზოლეუმში დასვენება კარგი მიგნება იყო, რადგან მასთან საბოლოო დამშვიდობება ნამდვილად აუტანელი იქნებოდა. ასევე ავტორი იმედს იტოვებდა, რომ დროთა განმავლობაში, ამ ადგილზე ლენინის ქალაქი გაჩნდება, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იქნებოდა... ხოლო, მავზოლეუმთან, მის სანახავად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი არა, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდოდნენ. მის მიერ ასე ოსტატურად მიწოდებული იდეა – საზოგადოებრივი გახდა და ბელადთან გამოთხოვების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა... ამის შემდეგ, მისი სხეულის ბალზამირება მოახდინეს და პატარა ხის საძვალეში მოათავსეს. ხოლო, უზარმაზარი რიგები მასთან, ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანების ბელადისადმი მუდმივმა ინტერესმა, ხელისუფლებას მისი დაკრძალვის საშუალება არ მისცა. ამიტომ, ხის ნაგებობა 1929 წ. გრანიტის მავზოლეუმით შეცვალეს და ეს, ლენინის კულტის დამკვიდრების, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა:
ლენინის შრომების ციტირებას ახდენდნენ, საჭირო დროს და საჭიროების გარეშე, როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება უნდოდათ, მას დახმარებისთვის მიმართავდნენ. ლენინის ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლეს და მას არაერთი წიგნი და შრომა მიუძღვნეს. ის თუ ვინ იყო ლენინი, დამწყები კლასის მოსწავლეებმაც კი იცოდნენ, რადგან სპეციალურად მათთვის, პატარა ლენინელების ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც მთელს კლასს, ერთიანად აწევრიანებდნენ და მკერდზე ლენინის პორტრეტიან გულსაბნევებს უკეთებდნენ. გარდა ამისა, ლენინის ბიუსტი ყველა სკოლაში იდგა. თუმცა, ლენინისადმი ხალხის სიყვარულის ყველაზე მთავარი მტკიცებულება, სახლში მისი სურათის არსებობა იყო, რომელიც ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.


imageლენინის განდიდებით, სტალინი საკუთარ თავს ადიდებდა



და აქ ისმის კითხვა: ვის ინტერესებში შედიოდა ლენინის გაკულტება?

ერთი რამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დაშვებით კი არა, მათი გააზრებული, მიზანმიმართული ქმედებით ხდებოდა. თუმცა, რისთვის სჭირდებოდათ ეს? საბჭოთა კავშირის II საკავშირო კონგრესზე, რომელიც მოსკოვში 1924 წლის იანვარში ჩატარდა, სტალინი განსაკუთრებით მხურვალე სიტყვით გამოვიდა, – ეს გარდაცვლილი ბელადისადმი ერთგვარი, რიტუალური განდიდება იყო... და ბევრი ისტორიკოსის და პოლიტიკოსის აზრით, ეს ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო.
გარდა ამისა, სწორედ სტალინმა დაუსვა წერტილი ლენინის სხეულის მავზოლეუმში მოთავსების საკითხს, რითაც კომუნიზმს თაყვანის ცემის ადგილი მისცა. ასეთი გადაწყვეტილება ბევრი ბოლშევიკისთვის შოკისმომგვრელი და მიუღებელი იყო, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს.
რატომ გააკეთა ეს სტალინმა? – უცნობია. სიმართლე რომ ვთქვათ, სენტიმენტალობა და სიყვარული, მისთვის დამახასიათებელი, ძლიერი მხარე არასდროსყოფილა. გარდა ამისა, ის ათეისტი იყო. ხოლო, ის რაც წითელ მოედანზე ხდებოდა, რელიგიურ კულტს, თუ რიტუალს ჰგავდა. სავარაუდოდ, ამ ფაქტის ყველაზე რაციონალური ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ სტალინი ლენინს განდიდებით, კომუნიზმის პოზიციებს აძლიერებდა და ამავდროულად, ნიადაგს საკუთარი თავის გასაკულტებლად ამზადებდა...


საკუთარი თავის კულტი


imageსტალინის ძეგლი, მისსავე სიცოცხლეში, ბევრი იყო


უკვე 20–იან წლებში საბჭოთა მოსახლეობაზე მძლავრი საინფორმაციო შეტევა დაიწყო, იმის დემონსტრირებით, რომ ყველაფერი, რაც მათ გააჩნდათ, თითოეული მოქალაქის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წარმატება, უპირველეს ყოვლისა, სტალინის და ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგი იყო.

სტალინის პიროვნების კულტმა თავის პიკს სამამულო ომის შემდეგ მიაღწია, როდესაც ქვეყანაში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მთავარ მიზეზად სტალინის, როგორც სამხედრო მეთაურის კომპეტენტურობა გამოცხადდა. ხოლო, პრობლემებში, რომელიც ომის შემდეგ მრავლად იყო, მხოლოდ ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ძირითადად, კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს და ქარხნის დირექტორებს ადანაშაულებდნენ.
საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა, რომელიც ლენინის გაკულტებით იყო დაკავებული, ავტომატურად, სტალინის გაკულტებაზე გადაერთო. შესაძლებელია, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის გარეშე, ეს პროცესი ისე წარმატებული არ ყოფილიყო და სტალინიც ნაკლებად გაეღმერთებინათ... მაგრამ, გულაგი, აღნიშნულ საკითხში, სავსებით დამაჯერებელი არგუმენტი გახდა.


მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს!


imageსტალინის დაკრძალვა


სტალინის გარდაცვალებამ მადა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ, ბევრ პოლიტიკოს გაუხსნა... თუმცა, ამავდროულად, მათ ესმოდათ, რომ ქვეყანაში მოსაგვარებელი უამრავი პრობლება იყო. იმ მომენტისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა სოფლის მეურნეობა, მასობრივი რეპრესიების და სხვა ეროვნული საკითხები.
პირველ ეტაპზე, ამინისტიებით გულაგების დაცლა დაიწყო. მაგრამ, სტალინის პიროვნების კულტის დამსხვრევამდე, ჯერ ჯიდევ დიდი დრო იყო...


imageნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა


1953 წელს დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს ბერია, მალენკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მთავარ პოზიციაზე ხრუშჩოვი აღმოჩნდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო პიროვნების კულტის განადგურება. ხოლო, აღნიშნულ პროცესში კულმინაციური, 1956 წელი გახდა: ჩამოხსნეს ყველა პლაკატი და ბანერი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სახელები გადაარქვეს ყოფილი ბელადის სახელობის ქალაქებს, ქუჩებს, პარკებს, სკვერებს, კულტურის სახლებს... ხოლო, გაზეთები აჭრელდა ინფორმაციით, რომელიც ადრინდელს არ ჰგავდა.

სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომელზეც მოხსენებით ხრუშჩოვი გამოვიდა, ქვეყნისთვის ათვლის ახალი წერტილი იყო, რომლიდანაც სტალინის «დეკულტივირება» დაიწყო. მოხსენება საფუძვლიანად იყო მომზადებული (შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სტალინის დროინდელ, მასობრივი რეპრესიების შესახებ, ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა ევალებოდა). ხრუშჩოვი ხვდებოდა, რომ არასაკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სტალინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ცოცხალი აღარ იყო, თავად მას შემოუბრუნდებოდა.
არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, გულაგის პატიმრების უმრავლესობა, უდანაშაულო იყო და სასჯელს უსაფუძვლო, გაყალბებული საქმეების გამო იხდიდა. ხრუშჩოვის მოხსენება რამდენიმე თეზისს და სტალინის მიმართ რამდენიმე ბრალდებას შეიცავდა. მათ შორის იყო:
• სამოქალაქო ომში მონაწილე პირების უმრავლესობის რეპრესია.
• ფალსიფიცირებული ბრალდებებით, ქვეყანაში მასობრივი ტერორის მოწყობა.
• ქვეყანაში ადამიანთა ბრალდების და დახვრეტის გეგმის შესრულება.
• ტერმინის – «ხალხის მტერი», საყოველთაოდ და ბოროტად გამოყენება.
• მეორე მსოფლიო ომში საკუთარი როლის გადაჭარბებულად წარმოჩენა.
• ხალხების დეპორტაცია.
• პიროვნების კულტის უკომპრომისო ჩვენება – საკუთარი სახელის ქალაქებისთვის, ქუჩებისთვის და სხვა ობიექტებისთვის დარქმევა.
• დოკუმენტი, საბჭოთა მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების არ არსებობის ბრალდებით სრულდებოდა.

ხრუშოვმა ამგვარი საქციელით, მთელი პასუხისმგებლობა, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა უარყოფითი შედეგისთვის ბრალი სტალინს დააკისრა. თუმცა, სტალინი ერთადერთი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც იმ დროს გადაწყვეტილებებს იღებდა... და რადგან იმ დროინდელ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ცოდვების «ჩამორეცხვის» საშუალება მიეცა, ნ. ხრუშჩოვის მოხსენებას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა.


ძირითადი განსხვავებები ლენინის და სტალინის კულტს შორის


ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ, გასაგები გახდება, თუ რაშია მთავარი განსხვავება ორი პოლიტიკოსის კულტს შორის: ორივე კულტი ერთი ადამიანის – იოსებ სტალინის მიერ იყო შექმნილი... და თუ ლენინის შემთხვევაში, მან ეს რეალურად მოახერხა და საუკუნის მანძილზე, მისი მხოლოდ ხსოვნა კი არა, ძეგლების და მისი სახელობის ობიექტების შემონახვა (მაგ., რუსეთში 5 ათასამდე ლენინის სახელობის ქუჩა დღესაც არსებობს და ბევრი ქალაქის სკვერში და პარკში «დიდი ილიჩის» ძეგლები დღესაც დგას) შეძლო, საკუთარი კუტის შენარჩუნება მხოლოდ სიცოცხლეში მოახერხა.
imageimageimageimageimageimageimage






1
969
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
969
  
2021, 12 აპრილი, 19:53
ჩემი აზრით,ლენინის ასეთი პოპულარობა განაპირობა ერთმა ამბავმა,ლენინს ფაქტიურად არც უმართია საბჭოთა რუსეთი და ის ადამიანების მეხსიერებაში დარჩა რევოლუციონერად. ორივე კულტი სტალინმა შექმნა,რადგან დაეფარა ის ტერორი,რაც ძველ რევოლუციონერებს მოუწყო და არსებობს ვარაუდები,რომ თავად ლენინიც გაისტუმრა იმ ქვეყანაში. ბოლობოლო,ტროცკის იმდენხანს სდია,სანამ არ მოკლა და მისგან არაფერი იყო გასაკვირი. სტალინის კულტის რღვევა კი მისმა პოპულარობამ გამოიწვია,რადგანაც ხრუშოვზე მეტი პატივისცემა ქონდა სიკვდილის მერეც და როგორც ცნობილია,მკვდართან წააგო ომი ნიკიტამ :)

სტალინის ათესისტობაზე რამდენად რეალური ამბავია ვერ გეტყვით. ერთი ფაქტია,სასულიერო აკადემიაში შეუძლებელია რწმენის ნაკლებობა ქონოდა. უბრალოდ,რაღაც მოხდა იქ ისეთი,რამაც აუცრუა გული ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე,რაც არ არის დასტური ათეიზმის. ადამიანებს სჭირდება რწმენა და ყველას რაღაცის სწამს,ზოგი ამას ქრისტიანობას ეძახის,ზოგი ისლამს და ზოგიც ბუდას. ზოგადასაკაცობრიო ამბავია ადამიანი და რწმენა,მით უფრო თანამედროვე სამყაროში. ცივილიზაციამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოფინა სამღვდელოება თავისი ნამდვილი ნატურით და მათ აღარ სჯერათ ეკლესიის,რაც თავის დროზე სტალინს დაემართა. ის საქმეები,რაც სტალინმა ჩაიდინა და რატომაც ეძახიან ურწმინოს,ჩვეულებრივი ლიდერის ამბებია. ნებისმიერი ძლიერი მთავრსარდლის თუ მეთაურის ისტორიაშია სადიზმი,რაც კონკრეტული მომენტისთვის სჭირდებოდათ. რაღა შორს წავიდეთ,აღმაშენებელმა ბევრი ისეთი გააკეთა და იმდენი ადამიანი გაისტუმრა,თვალები დასთხარა რო ქრისტიანის ქმდებებს არ გავს,მაგრამ წმინდანად ყავთ შერაცხული ზავკომში. თუ წმინდანობა უნდა ადამიანს,მაშინ ის მეთაური არ ხდება,რადგან შეუძლებელია იყო კარგი ლიდერი და თან წმინდანი.
0 1 1