ქალი და მამაკაცი მამაკაცი "გადაჭარბებული ორგაზმით" დაიღუპა 2021, 2 თებერვალი, 11:57 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში მამაკაცი მეძავთან სქესობრივი კავშირის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება Daily Star ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით. 35 წლის ჩარლზ მაჯავამ ქალაქ ფალომბეში გადაწყვიტა მეძავთან დაეკმაყოფლებინა ვნება, რა დროსაც სქესობრივი კავშირის დროს გონება დაკარგა. ქალმა მაშინვე არ დაურეკა სასწრაფო დახმარებას და გადაწყვიტა პირველ რიგში რჩევა კოლეგებისთვის ეკითხა. ქალმა მხოლოდ მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ გამოუძახა პოლიციას. ექსპერტიზამ გაკვეთის შემდეგ დაადგინა სიკვდილის მიზეზი: "გადაჭარბებული ორგაზმი, რამაც თავის ტვინში სისხლძარღვების გახეთქვა გამოიწვია". ადგილობრივი Nyasa Times- ის თანახმად, საწყალი კაცი "გარდაიცვალა გადაჭარბებული სექსუალური აღგზნების და სიამოვნების პროცესში". პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალი არ არის პასუხისმგებელი მაჯავას გარდაცვალებაზე, რის შემდეგაც ბრალი მოეხსნა. ტრაგიკული ინციდენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა, გახდა ეროვნული ხუმრობის საბაბი მალავიში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინებები ინციდენტის შესახებ ვირუსული გახდა ბოლო ხანებში. ბევრს აინტერესებდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო პროფესიონალ ქალბატონს ფალომბედან, "ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად." მალავის Facebook–ი გადაჭედილია სახუმარო მემებით. 319 5-ს მოსწონს
|