x
image
მაქს კავალერა
სალომე ზურაბიშვილს ჯენიფერ ენისტონის მაგალითი მოყავს და ანიტა რაჭველიშვილს აკრიტიკებს


imageსალომე ზურაბიშვილი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.

საუბარია მეცოსოპრანოს ფეისბუქ პოსტზე, ანიტა რაჭველიშვილს სალომე ზურაბიშვილი "კრიმინალად" და "ქვეყნის მოღალატედ" ჰყავს მოხსენიებული.

სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია" ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.


4
86
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
86
  
2021, 1 თებერვალი, 21:38
ვმსახურობდი და არ ვასრულებდი ზემდგომის ბრძანებას,როცა ქართველი ხალხის უფლებები ირღვეოდა. მე ვემსახურებოდი ქართველ ხალხს და არა რომელიმე ჩინის ან ინსტიტუტის წარმომადგენელს. დღევანდელი პოლიცია იმიტომ არის გულის ამრევი,ის ემსახურება პიროვნებას და არა ქვეყანას. კარგი ის არის,რომ ჯარი ეგეთი არ არის,უმეტესობა ყოველშემთხვევაში. მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ და არა სააკაშვილის,მარგველაშვილის ან ზურაბიშვილის. გამგები გაიგებს,რას და რატო ვიძახი.
2021, 1 თებერვალი, 21:33
ქვეყანა ქართველი ხალხია და არა რაიმე ინსტიტუტი ან მიწა. ანიტა შეურაწყოფს ზურაბიშვილს და არა ქართველ ხალხს. ენისტონის არ ვიცი,მარა მთელი ჰოლივუდი ტრამპზე გულს ირევდა,მარა ამით ამერიკას და ამერიკელ ხალხს არავინ აყენებდა შეურაწყოფას. საქართველო უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე პიროვნება ან ინსტიტუტი. ყველა მეომარი და ყველა გმირი მოკვდა ქართველი ხალხისთვის და არა მიწისთვის,როგორც ამას მოიხსენიებენ სხვადასხვა წყაროებში. ხალხის გარეშე მიწა იგივეა,როგორც დირიჟორი ორკესტრის გარეშე.
0 1 4