რელიგია "თუ შემოგაკლდებათ პრეზერვატივი გამოგიგზავნით" 2021, 1 თებერვალი, 19:39 მეუფე საბა, მთავარ არხზე მისი გასულ რეპორტაჟს ეხმიანება
"თუ შემოგაკლდებათ პრეზერვატივი გამოგიგზავნით" - ამბოს მეუფე ამბიონიდან.
"ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია – დიდი ანგარიშით მოგიგეთ.
ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი. აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე. ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს, არ ვიცი. გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო.
წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეულია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით. დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან. დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდი, უფალი ამბობს - ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად უმჯობესია, წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს", _ თქვა მეუფე საბამ. 426 1-ს მოსწონს
|