x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ
image


თუ თქვენ მწეველი ხართ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებოდათ მომენტი, როდესაც არამწეველებისთვის იმის დამტკიცება მოგიწიათ, რომ თამბაქო არ კლავს, კი, ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არც იმდენად, რომ მასზე უარი თქვათ. ბევრს იმისაც კი სჯერა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებს, შეიძლება უარესი პრობლემებიც შეექმნას, მაგალითად, კბილები დასცვივდეს.


ამ საკითხის გარშემო ბევრი მითი არსებობს. მათი უმეტესობა იმ აზრის გამყარებას ისახავს მიზნად, რომ მოწევა გარკვეული, თუმცა არც თუ ისე დიდი საფრთხის შემცველია.


მითი #1


ცოტას ვეწევი და არაფერი მომივა – ეს ერთერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზაა მწეველებისგან. მათ, ვინც შეზღუდული რაოდენობით ეწევა, მართლაც სჯერა, რომ ეს ზიანს არ მოუტანს. თუმცა ეს მითია. რეალურად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება მხოლოდ თამბაქოზე სრულად უარის თქმას შეუძლია. თუ თქვენ დღეში ორი კოლოფის ნაცვლად 5 ღერს მოწევთ, ნაადრევი სიკვდილისგან მეტნაკლებად დაცული იქნებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ ფილტვის პრობლემები, ხველა, არ დაიღლებით მარტივად, არ გაგიყვითლდებათ კბილები და ფრჩხილები...



თუ მართლა გსურთ რისკების შემცირება, მაშინ თქვენი საბოლოო მიზანი სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა იყოს.


მითი #2


ორგანიზმს ნიკოტინი სჭირდება – ბევრი მწეველი დარწმუნებულია, რომ ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ნიკოტინი სჭირდება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოწევას თავს დაანებებენ, კბილები დასცვივდებათ, რადგან კბილების სიმაგრეს ნიკოტინი უწყობს ხელს. ეს ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რაც თამბაქოს შესახებ არსებობს. რეალურად, საქმე პირიქითაა. ლამაზი და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ კარგი კბილის პასტა და ჯაგრისი არაა საკმარისი. თითოეული ღერის მოწევისას და კვამლის დაგუბებისას პირში, კბილების მინაქარი ნელ–ნელა ზიანდება, ჩნდება კარიესი, ყვითლდება კბილები, სუსტდება ღრძილები და ხშირ შემთხვევაში სტომატიტიც ვითარდება. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში სისხლის მიდინება ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.


image


მითი #3


მოწევა სასიამოვნო და სექსუალურია – მწეველები ამბობენ, რომ მათ მოწევა სიამოვნებას ანიჭებს. სიგარეტი გარკვეულ თავდაჯერებულობას, სითამამეს, ზოგ შემთხვევაში სექსუალურობას სძენს. თუმცა, რეალურად ესეც მითია. სხვადასხვა კვლევითა და ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველების 90% მოწევის დაწყებას ნანობს. მათ 40%–ს კი წელიწადში ერთხელ თავის დანებების მცდელობა აქვს. ეს ამტკიცებს, რომ რეალურად მოწვა სასიამოვნო სულაც არაა.


რაც შეეხება სიგარეტის სექსუალურობას, წლების წინ შეიძლება ასეც მიიჩნეოდა, მაგრამ 21–ე საუკუნეში თამბაქოს სექსუალურად თითქმის აღარავინ მიიჩნევს, მისი სუნი არასასიამოვნოა და ადამიანებს არ იზიდავს. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ მწეველ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ ერექციული დისფუნქცია, ვიდრე – არამწეველებს.


მითი #4


რისკების შესახებ ყველამ კარგად ვიცით – დიახ, რისკების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად რა იცის? არსებობს 4 დონის ცოდნა:


  • გაგებული მაქვს, რომ მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
  • ვიცი, რომ მოწევა კონკრეტულ დაავადებებს იწვევს.
  • კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული და მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება შემიქმნას თამბაქომ.
  • ვიცი, რომ ზემოთ ნახსენები თითოეული პრობლემა შეიძლება ჩემიც აღმოჩნდეს და ეს მხოლოდ სხვა მწეველებს არ ემართებათ.

ვითარება ასეთია: პირველი დონის ცნობადობა მართლაც ძალიან მაღალია, მაგრამ დანარჩენი საკითხების შესახებ ცნობადობა საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, მხოლოდ ძალიან ცოტა მწეველმა იცის კონკრეტულად, რომ ათიდან ერთი მწეველი სიგარეტით გამოწვეული დაავადებით კვდება.


მითი #5


მწეველების ორგანიზმი სამუდამოდ დაზიანებულია – ამ მითით მწეველები, როგორც წესი, საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ დანებებას აზრი აღარ აქვს. რეალურად კი, ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა დანებებიდან არა მხო­ლოდ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, არა­მედ პირ­ველ დღე­ებ­ში, სა­ა­თებ­სა და წუ­თებ­შიც კი. პირველი ცვლილება 20 წუთში ჩნდება, როდესაც ორგანიზმი იწყებს რეგენერაციის პროცესს, გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება. 2 თვეში გუ­ლის შე­ტე­ვის რის­კი იკ­ლებს, უმ­ჯო­ბეს­დება ფილ­ტვის ფუნ­ქცია. 10 წელში კი თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად არამწეველის ორგანიზმს ჰგავს.


image


თითოეული ეს მითი სხვა მრავალთან ერთად მწეველების რაოდენობის ზრდას იწვევს, თუმცა თუ თქვენ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობას აღიარებთ, მაგრამ მასზე თავის დანებება მაინც გიჭირთ, „ჰელსიერი“ დაგეხმარებათ. მისი საშუალებით თქვენ უარს არ იტყვით საყვარელ ჩვევაზე და ამავდროულად ზიანს მინიმუმამდე შეამცირებთ. ეს არის იაპონელი ტექნოლოგების მიერ შექმნილი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი გათ­ბო­ბა­დი ჩხი­რე­ბი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. ჰელ­სი­ერის“ შემადგებლობაში თამბაქოს ნაც­ვლად შე­დის ჩაი, რომ­ლის გათ­ბო­ბის შემ­დეგ გა­მო­­ყო­ფა კო­ფე­­ნი და ხელს უწყობს ტო­ნუ­სის ამაღ­ლე­ბას. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნის ექ­სტრაქ­ტი, რო­მე­ლიც, ბოლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. მისი წვის შე­დე­გად არ გა­მო­ი­ყო­ფა არც კუპ­რი და არც სხვა მავ­ნე პრო­დუქ­ტი.


გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ აარ­ჩი­ოთ „ჰელსიერის“ სა­სურ­ვე­ლი არო­მა­ტი: ყავა, მენ­თო­ლი, ციტ­რუ­სი ან მოც­ვი. მისი შე­ძე­ნა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია SPAR-ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ამა­ვე ქსე­ლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა და ასე­ვე არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი Facebook-ში „ჰელ­სი­ე­რი“-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან.

0
1300
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0