x
image
მაქს კავალერა
რიონის კალაპოტში ჰესის აშენების საფრთხეები

რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს, შედეგად კი მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩება

2011 წლიდან საქართველოში ყველა დერივაციული ჰესის პროექტის დიზაინისას გამოიყენება შემდეგი მიდგომა: მდინარის მნიშვნელოვან ნაწილზე ბუნებრივ კალაპოტში რჩება მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის მხოლოდ 10%-ი, ხოლო დანარჩენი წყალი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით, კილომეტრობით მანძილზე გადაისროლება ჰესისკენ.

საბჭოთა პერიოდში აშენებული არც ერთი დერივაციული ჰესის მშენებლობის დროს არ ყოფილა გამოყენებული ე.წ. 10%-იანი ლიმიტი; ამგვარი ლიმიტი არ იყო დადგენილი არც ერთი ნორმატიული აქტით. მდინარის კალაპოტში 10%-ის დატოვება რომ მისაღები და შესაძლებელი ყოფილიყო, ზაჰესი იქნებოდა არა საშუალო ჰესი - 36, 8 მეგავატიანი, არამედ დიდი ჰესი, მაგალითად - 150 მეგავატიანი. სამაგიეროდ, მცხეთიდან თბილისამდე მდინარე მტკვრის მაგივრად იქნებოდა მისი მეათედი სიდიდის ღელე.

დავით მირცხულავა – ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი მსოფლიოში არასდროს დაუფიქსირებიათ და ეს სრული ჭეშმარიტებაა
ერთი ბეტონის კაშხალიც არ დაზიანებულა 10 წლის წინ ჩილეში, მაულეს 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს და არც – 2008 წელს, ვენჩუნის 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს ჩინეთში, არც – 2011 წელს, ტოჰოკუს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს იაპონიაში. იმას, რომ ბეტონის კაშხლები მიწისძვრების დროს არ დაზიანებულა და არ დანგრეულა, თავისი ახსნა აქვს. სეისმური მდგრადობის თვალსაზრისით, დიდი კაშხლები სისტემურად დაპროექტებული პირველი ნაგებობებია. ზოგადად, ბეტონის კაშხლები იყო პირველ ნაგებობათა შორის, რომელთა პროექტირების დროს, გათვალისწინებული იყო სეისმური დატვირთვა. მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად, დიდ კაშხლებს უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მიწისძვრას განმეორადობის პერიოდით _ დაახლოებით, 10 000 წელი, ხოლო სამოქალაქო შენობები და ხიდები, ჩვეულებრივ, შექმნილია მიწისძვრისთვის, რომლის განმეორადობის პერიოდი 475 წელია. ეს არის სამშენებლო კოდების ტიპური მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნებში და ამ ფაქტს ხშირად აღნიშნავს უამრავ პუბლიკაციაში, დარგის უდიდესი ავტორიტეტი, მარტინ ვიელანდი, როცა ბეტონის კაშხლების მაღალ საიმედოობაზე საუბრობს და ადარებს მათ სხვა ტიპის ნაგებობებს. ნამახვანჰესის კაშხლის სეისმოდეგობასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები შეესაბამება დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.რიონი
0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0