სხვა აცტეკების უსაყვარლესი და რაც მთავარია სისხლიანი სპორტის სახეობია: "Ullamaliztli" 2021, 31 იანვარი, 14:42 თამაში მიდიოდა მოედანზე 30/11 მეტრზე. მისი პრინციპი სხვადასხვა მოსაზრებით იყო შემდეგი: მოთამაშეები ვალდებულნი იყვნენ, რომ თეძოებით ან/და მუხლებით ეკენწლათ საკმაოდ მძიმე (დაახლოებით 5 კგ) ბურთი და შეეგდოთ ვერტიკალურ კალათაში, რომელიც ასე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო. რათქმაუნდა ბურთის ძირს დავარდნა "ქულების" დაკარგვას ნიშნავდა. რამდენ ქულამდე იყო თამაში არაა ცნობილი, მაგრამ წაგებული გუნდის საუკეთესო, ან ყველაზე ძლიერ წევრებს მსხვერპლად წირავდნენ ღმერთებს, რათქმაუნდა მოწინააღმდეგე ტომი კარგავდა საუკეთესო მეომრებს, ამიტომ შერკინება სასტიკი იყო. 145 3-ს მოსწონს
|