x
image
ოტი
865 წელს ინგლისურ ექსპედიციაში მყოფი რაგნარის გემი ნორტუმბრიასთან მეჩეჩზე შედგა

image865 წელს ინგლისურ ექსპედიციაში მყოფი რაგნარის გემი ნორტუმბრიასთან მეჩეჩზე შედგა. ჯარი განადგურდა, თავად რაგნარი კი ელა II-ს ჩაუვარდა ტყვედ, რომლის ბრძანებითაც იგი შხამიანი გველებით სავსე ორმოში ჩააგდეს, სადაც მან სიცოცხლე მტანჯველი სიკვდილით დაასრულა. ლეგენდის თანახმად მომაკვდავმა რაგნარმა სიკვდილის წინ წამოიძახა: " როგორ დაიღრუტუნებდნენ ჩემი გოჭები, რომ იცოდნენ რა დღეში ვარ ახლა მე, ბებერი ტახი". ამ სიტყვებით მან ელას ანიშნა, რომ მისი შვილები, რომლებიც მაშინ შვედეთში იყვნენ, შურს იძიებდნენ. 867 წელს აივარ უძვლო, ბიორნ რკინისგვერდა და სხვები ინგლისში შეიჭრნენ და საფუძველი დაუდეს კუნძულის დანიურ კოლონიზაციას. რაგნარის შვილებმა ჯერ დაატყვევეს ელა და შემდეგ სისხლიანი არწივის ამოკვეთით დასაჯეს.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0