x
image
ოტი
გამქრალი პილოტი

image1978 წლის 21 ოქტომბერს, 19:00-ზე მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამოუცნობია პილოტების გაუჩინარების ისტორიაში.

საქმე ეხება ფრედერიკ ვალენტიჩის გაუჩინარებას, რომელიც ავსტრალიის თავზე Cessna 182-ით სატრენინგო ფრენას ახორციელებდა.

როცა ახალგაზრდა პილოტი მელბურნის ფრენების მართვის ცენტრს დაუკავშირდა, მან გადმოსცა ინფორმაცია, რომ მისი თვითმფრინავის თავზე, დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე 4 კაშკაშა სხივს ხედავდა და ეს რაღაც ობიექტი მას უახლოვდებოდა.

უკანასკნელი რადიოსნიგნალი შემდეგნაირი იყო: "ეს უცნაური თვითმფრინავი კვლავ ჩემს თავზეა“, შემდეგ 2 წუთიანი პაუზა გადაცემისას და ისევ პილოტის ხმა - „ეს არ არის თვითმრინავი“.

მას შემდეგ, რაც კავშირი შეწყდა თვითმფრინავის სიგნალები საბოლოოდ დაიკარგა.

ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, თუმცა უშედეგოდ.

0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0