x
image
მაქს კავალერა
გარეჯი საქართველოა?

image
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საქართველოში შემოჭრის მომენტისთვის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დემოკრტიულად არჩეული მთავრობის იურისდიქცია და ეფექტური კონტროლი ვრცელდებოდა ყვითელი ფერით მონიშნულ ტერიტორიაზე.

◾️რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შედეგად მომხდარი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა, ქვეყნის ელიტის ხოცვა-ჟლეტასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიების გაჩუქებაც დაიწყო. სტალინის უშუალო თანხმობით, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს მეზობლებს გადაეცათ ართვინის და არტაანის ოლქები, ზაქათალა (რომელიც სადაო იყო მაგრამ ოფიციალურად გაუფორმეს აზერბაიჯანს სწორედ ოკუპაციის დასაწყისში), ლორე და დავით გარეჯის ერთი ნაწილიც.
◾️1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა ამ მომენტისთვის არსებული საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გამოაცხადა (სხვანაირად ვერც იქნებოდა) რის შედეგადაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩა დავით გარეჯის ნაწილი.
◾️მიუხედავად ამისა, ეს მონაკვეთი 30 წლის შემდეგაც არ შეთანხმებულა რადგან 1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობდა აზერბაიჯანისთვის გაეცვალა ტერიტორია სხვაგან რათა დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს ფარგლებში მოქცეულიყო. ის რომ რუსული პროპაგანდის გამახმოვანებლები არაფერს ამბობენ ამ პრობლემის წყაროზე, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასა და სტალინზე სრულიად ბუნებრივია. სხვანაირად ვერც იქნებოდა
0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0