x
image
თუთიკო ბერძენა
სიცოცხლე/ჯანმრთელობა თუ ეკონომიკა/განათლება?
image

მთავარი ადამიანების სიცოცხლეა, მერე დანარჩენი ყველაფერი!

მიწასთან გასწორდა გერმანია 1945 წელს. ეკონომიკა კი არა, ქვა ქვაზე დადუღდა, ქვეყანა ორად გაიხლიჩა და გერმანელმა ხალხმა (გფრ-ში განსაკუთრებით და გდრ-შიც, რა თქმა უნდა) უმოკლეს დროში ისე ივარგა, რომ გამარჯვებულ სსრკ-ს კიდეც დაეწია და კიდეც გადაუსწრო ეკონომიკითაც, განათლებითაც და ყველანაირად!

გერმანელებმა თუ შეძლეს ეს, ქართველებმა რატომ ვერ უნდა შევძლოთ? ძალიან კი მოგვაქვს თავები, რომ ჩვენნაირი ერი მეორე არაა?! უშნო და ზარმაცი ერი თუ ვართ, რა გვეამაყება მაშინ სადღეგრძელოებში ყელმოღერებულებს!


ორი გარდაუვალი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტების გზა უნდა აირჩიოო, ბიბლია გვამცნობს.

ასეთი ურთულესი დილემის წინაშე როცა ვდგავართ, ადამიანების სიცოცხლეა უპირველესი, მერეა ეკონომიკაც, განათლებაც და ყველაფერიც!

ნუ დააყენებთ სიცოცხლეზე წინ სხვა სიკეთეებს. გარდაცვლილებს აღარ სჭირდებათ აღარც ეკონომიკა და აღარც განათლება! ცოცხალი ადამიანები კი ყველაფერსაც შევძლებთ! გერმანიის მაგალითიც საკმარისია...

19
20
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
20
  
2021, 3 თებერვალი, 19:41
ნანული გამახსენდა პირველი,მაინც ბნელი წლები თავისას შვება :) ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს უნდა ქონდეს თანაბარი უფლებები. სოცილისტი არ ვარ და არ ვითხოვ,სოციალურ თანასწორობას და პროგრესულ გადასახადებს.უბრალოდ,ადამიანს უნდა მისცე საშუალება თვითონ გადაწყვიტოს რა და რატო გააკეთებს. ადამიანმა უნდა იგრძნოს,ყველა გაკეთებულ საქმეზე პასუხისმგებლობა მის კისერზე და ამით მოუფრთხილდება სიტუაციას. არავის არ უნდა სიკვდილი და არავის უნდა საავადმყოფოში მოხვედრა,იმიტომ გამოდის გარეთ რო პრობლემა აქვს. ცხოველს თუ დიდხანს ჩაკეტავს გალიაში და მერე გამოუშვებ,უფრო მეტად საშიში და გამფუჭებელი გახდება. და კიდევ,ზე ადამიანები არ არსებობენ და არც უარესბიათ,ადამიანები ანიჭებენ მათ ამ სტატუსს. ილია წმინდანად შერაცხეს და მართალი უწოდეს,არადა ბასტიას თარგმნიდა და ისევე სწავლობდა,როგორც თქვენ. მაშინ ინტერნეტი არ იყო და ადამიანების შეცდომაში შეყვანა ადვილი იყო. თქვენც რო გეცხოვრად იმ დროში,შესაძლოა ეხლა წმინდა თუთიკო ბერძენა მარტალის სახელით ყოფილიყავით ცნობილი :) ზოგი ქრისტეს მიიჩნევს ზეადამიანად,მაგრამ არც ეგ არის მართალი,რადგან ღმერთი არის. თუ განვაზოდაგებთ,მაშინ ყველა ადამიანი არის ზეადამიანი ან არცერთი.
2021, 3 თებერვალი, 19:39
ჰოდა, ვინც ასე აწყვეტილი მიტინგობს, არიქა გაგვხსენითო, წავიდნენ და დაამუშაონ, უამრავი დაუმუშავებელი მიწაა. ვპირდები, არ მოკვდებიან შიმშილით... ახლა თებერვალია და უკვე ვიწყებთ მეორე ეტაპს - ახლა იწყება სამიწათმოქმედო მეურნეობა. რატომ არ მიდიან? ზარმაცები არიან და იმიტომ. სიზარმაცეს კი არანაირი გამართლება აღარ აქვს!!!
2021, 3 თებერვალი, 19:37
რაც შეეხება ეკონომიკას, დედაჩემი დაღლილი რომ მოდიოდა სოფლიდან, მერე დისერტაციას უჯდებოდა და წერდა, იკვლევდა. მოკლედ, ჯინჯილები მიწასთან შრომით არ დასცვენია, არც ღაჟღაჟა წითელი დიპლომი სამედიცინო ინსტიტუტის, არც სკოლის ოქროს მედალი
2021, 3 თებერვალი, 19:33
როცა სიკვდილი სტატისტიკა ხდება, უკვე მხოლოდ ცნობილ სახეებს ვასახელებთ, თორემ წიკლაურზე მეტი ტრაგედია ჩემთვის ჩემი ახლობლები და ნათესავები არიან. დღე არ თენდება, რომ ვინმე ახლობლის გარდაცვალების ამბავი არ გავიგოთ. თუმცა წიკლაური მეც თქვენც და ბევრს გვიყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც სისხლისმიერი ნათესავები და მეგობრები გვიყვარს. :(
2021, 3 თებერვალი, 19:30
წიკლაურს თქვენც იცნობთ და ამიტომ მოვიყვანე მაგალითად, თორემ პანდემიამ წამართვა ბიძა, მეგობრის მამა, საუკეთესო მეზობელიც დაგიწერეთ( რეანიმატოლოგი), ბებო, ნათლია, რომელთაც თქვენ არ იცნობთ :(
რაც შეეხება ზეადამიანს, ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრაც" და "სიკეთისა და ბოროტების მეორე მხარე" უკვე წაკითხული მაქვს და ზეადამიანის იდეა ჩემთვის სულ სხვა რამეს ნიშნავს და არა კარგ მომრერლობას.
2021, 3 თებერვალი, 19:23
ერთს კიდევ გეტყვით,ყველა ადამიანი თანასწორია რასის,კანის ფერის,აღმსარებლობის და ცნობადობის მიუხედავად. თქვენ თვლით,რომ წიკლაური ზეადამიანი იყო და ის იმსახურებად სიცოცხლეს. ამაში ცუდი არაფერია,თუ არ ჩავთვლით განკერძოებას და პრივილეგიებს. როგორც გავიგე,ერთი თვე ყავდათ აპარატზე შეერტებული და უბალო მოკვდავს ამას არავინ გაუკეთებდა. მე ეს დავინახე ამ ამბავში და არა ზე ადამიანის გარდაცვალება. მე განვიცადე,ბრაიანტის სიკვდილი და ის ტრაგედია,განვიცადე მარადონას სიკვდილი და წიკლაურსაც არაფერს არ ვერჩი. მე არ ვწყვეტ,ვინ იცოცოხლოს და ვინ არა,არც სხვა უნდა წყვეტდეს ამას. თუ პროტოკოლი მოითხოვს,რომ მძიმე პაციენტი დიდხანს არ უნდა იყოს შეერთებული იმ აპარატზე და ის მიმართული უნდა იყოს ნაკლებად მძიმე პაციენტზე,მაშინ ყველა შემთხვევაში ასე უნდა იყოს.დარწმუნებული იყავით,რომ მაგდენ ხანს არავინ გააჩერებდა,თუნდაც კახელ ფერმერს. სანამ ასეთ პრივილეგიებს არ მოეშვება ერი,მანამდე ვიქნებით ჭაობში. ვერავინ მეტყვის იმას,რომ ამ წიკლაურის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ნებისმიერი უცნობი პიროვნების. ამ ქვეყანამ დაკარგა უამრავი ადამიანი,მაგრამ ეგრე არავის უთქვამს,ცხოვრება გაგრძელდა. ანწუხელიძე წამებით მოკლეს და ჯარისკაცების გარდა არავინ იხსენებს. რა უჭირს დედამის და რა ულხინს ვიცით?! თქვენ მესაუბრებით მომღერალზე,რომელიც ძალიან კარგი მომღერალი იყო და თავადაც არ მოეწონებოდა მსგავსი დამოკიდებულება. 18 წლის ბიჭი დავკარგეთ ჯარში არასაომარ სიტუაციაში და მშობლებს მის მეტი შვილი არ ყავდათ. არ ეკუთვნოდა ჯარში წამოსვლა და წამოვიდა,მაგრამ შემთხვევითობამ შეიწირა. არცერთი მომღერალი და არცერთი სპორტსმენი ვერ მივა მასთან ახლოს. ის საქმით ამტკიცებდა რო წინაპრებს,დაღუპულ ჯარისკაცებს პატივსცემდა და როცა შეეძლო გრძელი სადღეგრძელოები ეთქვა.როცა მამამისი გავიცანი,მერე არ გამკვირვებია ასეთი შვილი რო ყავდა. ის,ვისაც გაუვარდა იარღიდან და ერთადერთი შვილი მოუკლა ამ კაცს,აპატია და ციხეზე ნახულობდა კიდეც. ეხლა მოვიდეს ვინმე და მითხრას,ამ კაცის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არის მომღერლების თუ ბალერინების სიცოცხლე. ყველა ადამიანის სიკვდილი ტრაგედია,მიუხედავად მისი წარმომავლობის და სტატუსისა. ასობით ადამიანი გარდაიცვალა კორონას გამო,
2021, 3 თებერვალი, 19:06
რაღა შოსრ მიდიხართ. მოვასვენოთ ნანული მიწაში, რიმა ბერაძეც მაგას ამბობდა :)
2021, 3 თებერვალი, 19:03
მეზობლად კაცები დგანან ქუჩაში , ერთ ადგილს იფხანენ( უკაცრავად) და წუწუნებენ,
2021, 3 თებერვალი, 19:02
ეკონომიკაც შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად გვჭირდება პრინციპში, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სოფლებში ათასობით ჰა მიწებია დაუმუშავებელი. შარშან როცა ყველაფერი ჩაიკეტა, მე და დედა (ოჯახში მამაკაცი არ გვყავს) წავედით და დავამუსავეთ სხვისი მიწის ნაკვეთი, მოვიწიეთ სიმინდი, სხვადასხვა ჯიშის ლობიო, ბარდა, ცერცვი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკები, მხალეული, ათასნაირი მწვანილი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, მზესუმზირა, ათასნაირი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, ზოგისგან კონსერვები გავაკეთეთ, ზოგი გავყინეთ, ზოგიც დავჩირეთ. პაწაწინა წიწილებიც ვიყიდეთ და გამოვზარდეთ. ანუ რისი თქმა მინდა - მარჯვე ადამიანი არასდროს მოკვდება შიმშილით. შიმშილით მხოლოდ ზარმაცები და იოლ შრომას მიჩვეულები კვდებიან
2021, 3 თებერვალი, 19:00
ჩაკეტვა გასაგები იქნებოდა,თუ თანმიმდევლობით მიყვებოდნენ,მაგრამ ეგრე არ ქნეს. შეძლებულ ფენას გასერირნება და გართობა ხომ უნდოდა,ხოდა გაუხსნეს კურორტები,პოლიტიკოსებს ფული ხომ სჭირდებოდათ და არ გადადეს არჩევნები. ერთი ადამიანი გამოვიდეს და ამიხსნას,რატომ არ შემეძლო მამაჩემის საფლავზე გასვლა მიცვალებულთა დღეს და რატომ იყო ბარდაგი დენდრო პარკში,არამარტო მანდ. ეს სიტუაცია აწყობს მართველ ელიტას და შეძლებულებს,სხვა დანარჩენ მოსახლეობას არა. ეს ყველაფერი გავს,საფრთხე არ შეექმნას შეძლებულ ფენას. ის ადამიანები კი,რომლებმაც სამსახურები დაკარგეს,ვეღარ ახორციელებენ თავის საქმიანობას ჰაერში გამოეკიდნენ და შიმშილის ზღვარზე არიან.რაც შეეხება სკოლას,ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი,ეს ბუნების კანონია. ვიღაც ვერ გამოხატავს ამ სიყვარულს და ვიღაც გამოხატავს,ვიღაცას აქვს შესაძლებლობა რო უზრუნველყოს თავისი შვილი და ვიღაცას არა. ძალიან ბევრი ბავშვია,რომელთაც არ აქვს საშუალება ინტრნეტი ქონდეს და მიიღოს განათლება. ზოგი ადვილად ითვისებს ონლაინკურსებით საგანს და ზოგი ვერა,ზოგი შეჩვეულია ამას და ზოგი არა. საკუთარი გადასახედიდან ცხოვრები ყურება არ არის კარგი საქმე და არ იცით,რა პრობლემები აქვთ ადამიანებს. მათ ადგილას უნდა წარმოიდგინოთ თავი და ასე ადვილად მიხვდებით,რა და როგორ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას,ეს არის ამ ჩაკეტვებიდან წარმოქმნილი პრობლემა და ეს არახალია. როცა სხვა გიწყვიტავს,რა და როგორ გააკეთო,მაშინ ადამიანი მოდუნებას იწყებს,ემსგავსება ცხოველს. თქვენ არ გემახსოვრებათ,მაგრამ 30 წელია მოძღვრავენ ერს და ასწავლიან ყველაფერს. ედუარდას ცოლი ეუბნეოდა დიასახლისებს,თუ როგორ უნდა მოემზადებინათ საუზმე 1.08 ლარად. ყველა ჭკუას ასწავლის ადამიანებს და დაავიწყებინეს ადამიანობის არსი,მისი უფლებები და თავისუფლებები. ამან გამოიწვია უპასუხისმგებლობა,რადგან მათ არ აქვთ თავისუფლება. თქვენი მოთხოვნა უადგილოა ამ რეალობაში,რადგან თავისუფალ ადამიანებისკენ არის მიმართული და არა მონებისკენ. ადამიანმა თუ ნარკოტიკი მოიხმარა და წავიდა მარილზე,ყველა მთავრობას ადანაშაულებს და მოუწოდებს რეაქციისკენ. საქართველო არის მონათა ქვეყანა და ნუ მოსთხოვ მონას იმას,რაც არ იცის რა ხილია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10