x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ყავის მოდუღების 7 უნიკალური მეთოდი სხვადასხვა ქვეყნებიდან. რომელია თქვენი ფავორიტი?

ბევრს ვერ წარმოუდგენია დატვირთული დღის დაწყება ყავის გარეშე. ბევრ ქვეყანაში ყავის მირთმევის თავისებური ეტიკეტი და მომზადების განსხვავებული რეცეპტები აქვთ, აი რამდენიმე მათგანი:image



1. Türk kahvesi- თურქეთი- თურქული ყავა წვრილად დაფქული მარცვლებისგან იხარშება სპილენძის ან თითბერის ჭურჭელში. მას ქაფთან ერთად ასხამენ ლამაზ, პატარა ფაიფურის ჭიქებში, რომლებსაც kahve finjani ჰქვია. შაქარს ყავას ადუღებამდე უმატებენ. მეტი არომატისთვის კარდამონს იყენებენ.

image


2. Café Touba- სენეგალი- ყავას ჩვეულებრივ ყავის მადუღარაში ხარშავენ და უმატებენ გვინეურ წიწაკას და დაფქულ მიხაკს. ითვლება, რომ ეს სასმელი შეიხმა და ისლამური ორდენის დამაარსებელმა ამანდუ ბამბამ გამოიგონა 1880 იან წლებში. მას შემდეგ ყავა ტუბა საძმოს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, მას ტრადიციულ ცერემონიებზე და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიირთმევენ. თავდაპირველად, ყავის ეს სახეობა სამკურნალოდ მიიჩნეოდა. დღეს კი ყველასთვის საყვარელი ტკბილი სასმელია, რომელსაც აფრიკის ბევრ ქვეყანაში იყიდება.

image



3. Cà Phê Trứng- ვიეტნამი- ვეტნამური კვერცხიანი ყავა განთქმულია მსოფლიოში. მის მოსამზადებლად კვერცხის გულებს თქვეფენ შედედებულ რძესთან და კრემოვან მასას აკეთებენ. შემდეგ ამ ქაფს ახლადმოხარშულ ვიეტნამურ ყავას ადებენ. კვერცხიან ყავას როგორც ცხელს, ისე ცივსაც მიირთმევენ, საინტერესო ისაა, რომ მას კოვზით ჭამენ.image


4. Cafe de Olla- მექსიკა- მექსიკური შავი ყავა თავის დამახასიათებელ არომატს იღებს დარიჩინის და ანისის გამო. ყავის დასამზადდებლად ურევდნენ ამ სანელებლებს და წვრილად დაფქულ ყავას, შაქრად კი აუცილებლად იყენებენ გაუფილტრავ შაქარს piloncillo, შემდეგ კი ფილტრის სასუალებით გადააქვთ ჭიქებში. ზოგი სასმელს შოკოლადს უმატებს, ან piloncillo-ს შაქარს ყავისფერი შაქრით ანაცვლებს.image



5. Kaffeost, - ფინეთი - ყავაში რძის ან ნაღების დამატება ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოში. აი სკანდინავიაში კი ყავაში მაგარ ყველს ამატებენ. ყველს ყავისთვის დიდი მოცულობებით ყიდიან, მას მოტკბო გემო აქვს, მისი ნარჩენები კი შეიძლება გაიყინოს ან ხილთან ერთად დაიდოს მაგიდაზე.image


6. Kopi Luwak- ინდონეზია- ყავის ეს სახეობა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასმელად ითვლება მსოფლიოში. საქმე იმაშია, რომ ყავის მარცვლები საჭმლის მომნელერბელ ტრაქტს გადიან, ან მათ ნაწილობრივ ამუშავებენ პატარა ძუძუმწოვრები, ცივეტები. ამ ყავას ფრანგული პრესის საშუალებით ხარშავენ ან ესპრესოს აპარატით. ბოლო დროს ამ ყავის მასობრივი წარმოება კრიტიკის ქვეშ მოექცა. ცხოველთა დამცველები აკრიტიკებენ მწარმოებლებს, რადგან ცივეტები პატარა გალიაში ჰყავთ ჩამწყვრეული და სათანადოდ არ უვლიან.image



7. Espresso- იტალია- ფაქტობრივად შეუძლებელია თანამედროვე კაფეებში ყავის ყიდვა, რომელიც ესპრესოს ბაზაზე არაა დამზადებული. ესპრესოს აპარატები პრესის ქვეშ ატარებენ 89-96 გრადუსის წყალს და ყავის მარცვლებს, რის შედეგადაც ბარისტა მაღალხარისხიან ყავას იღებს. სწორედ ესპრესოს ბაზაზე მზადდება კაპუჩინო, მოკიატო და დოპიო.image







0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0