x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დროა გადაყაროთ ისინი კარადიდან, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ
მოდა გვკარნახობს თავის "წესებს", ჩვენ კი სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ გამოვიყურებოდეთ თანამედროვედ. ზოგიერთი ტენდენცია კი ამართლებს სიტყვებს "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" და გვიწევს დავდგეთ არჩევანის წინაშე - მოდური თუ კომფორტული? კარგია, როდესაც ყოველთვის მოდურად და მოხდენილად გამოვიყურებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოდა დროებითია, ჯანმრთელობა კი ყოველთვის მნიშვნელოვანი.



image


დროა, გადაყაროთ კარადიდან ეს ტანსაცმელი თუ აქსესუარი, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ



1. ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით.

image



რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით ფრო გრძელი ჩანს ფეხი, თუმცა ამ ხრიკს სხვა, მეორე უარყოფითი მხარეც აქვს. ფეხსაცმელს 5-10 სმ-იანი ქუსლით შეუძლია გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდება ან ზურგის საშინელი ტკივილი. გარდა ამისა, ქუსლიანი ფეხსაცმლის რეგულარულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დეფორმაცია. მყესები ეჩვევა არაბუნებრივ, კომპრესირებულ მდგომარეობას და შემდეგ უჭირს ბრტყელ ფეხსაცმელთან ადაპტაცია.


და მაინც, სრულად არ უნდა მივატოვოთ ელეგანტური ფეხსაცმელი და კვლევების თანახმად ფეხსაცმლის ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 2-4 სმ-ია. სპეციალისტები აქვე გვთავაზობენ ფორმულას, თუ რამდენი სმ-იანი ფეხსაცმელი უნდა გამოვიყენოთ, რაც ინდივიდუალურია. თქვენი ფეხის სიგრძე უნდა გაყოთ 7-ზე.





2. ვიწრო ჯინსები.

image


ვიწრო ჯისნები უარყოფითად მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებსა და ფეხის კუნთებზე. ასევე ქალებს, რომლებიც ხშირად მოიხმარენ ვიწრო ჯინსის შარვლებს, გინეკოლოგიური პრობლემების რისკის ქვეშ დგანან.





3. მოცულობითი "კაპიშონი".


image


ზოგიერთი ადამიანი კისრის ტკივილებს უჩივის კაპიშონიანი პიჯაკის ტარების შემდეგ. ექსპერტების დასკვნით, მოცულობითი ტანსაცმელი რისკის ფაქტორია, რადგან შეუძლიათ ხერხემლის პრობლემების გამოწვევა. ასევე ექსპერტების დასკვნით, ის მკვეთრად ამცირებს მხედველობის ველს, რაც ზრდის ავარიების რისკს გზის გადაკვეთის დროს.





4. "შლოპანცები და ბალეტკები".

image


როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ არის საშიში. ე, წ შლოპანცები და ბალეტკების რისკის შემცველია, რადგან როდესაც ფეხის ტერფი არ არის კარგად დაფიქსირებული, ის იწვევს ქუსლზე წანაზარდს და ბრტყელტერფს. ორთოპედები გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი გამოვიყენოთ, რომლებშიც ფეხი მყარად ფიქსირდება.





5. ტანსაცმელი სინთეზური მასალისგან.

image


ალბათ ძნელი წარმოსადგენია ჩვენს სამყაროში ტანსაცმელი სინთეზური მასალის გარეშე. თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სინთეზური მასალის ტანსაცმელს შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ქსოვილის ჩაცმისას კანი ვერ სუნთქავს, ზამთარში კი შეიძლება ვერ გაგვათბოს.





6. ბიჟუტერია და აქსესუარები.

image


ამერიკელმა ექსპერტებმა შეისწავლეს ბიჟუტერია, აქსესუარები და სხვა ნედლეული უბრალო მაღაზიებიდან და როგორც აღმოჩნდა, მათ შემადგენლობაშია ტყვია, ნიკელი, დარიშხანი. ნუ შეშინდებით, თუმცა მხოლოდ მიმზიდველი ფასის გამოც არ ღირს მათი შეძენა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება.




იხილეთ აგრეთვე:


კომიქსები, რომლებიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული პრობლემები იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოგიდგენიათimage






ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლანimage






ტანსაცმელი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს ენერგეტიკაზე - აღარ მოიხმაროთ ისინი!image





თუ თქვენ "უგებს" მოიხმართ, სასწრაფოდ გადაყარეთ!image





ჩვევები, რომლითაც სპობთ საკუთარ ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ!image




0
431
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0