სიახლეები თუ თქვენ "უგებს" მოიხმართ, სასწრაფოდ გადაყარეთ! 2017, 18 ნოემბერი, 12:08 ე.წ "უგი" ერთ–ერთი კომფორტულია ზამთრის ფეხსაცმლიდან. სწორედ ამიტომ ირჩევენ ქალები მას ყველაზე ხშირად, რადგან ის პრაქტიკულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილია, არ ცურავს ყინულზე და მაღალ თოვლშიც მშვენივრად დადიხართ. სწორედ ამ ფაქტორების გამო ბოლო 10 წელია ავსტრალიურ ფეხსაცმელს უკავია მოდის მწვერვალი, თუმცა ყველაფერი ასე მშვენივრადაც არ არის, როგორც ჩანს!
ექიმი ორთოპედები მოგიწოდებენ შეწყვიტოთ მათი მოხმარება, რადგან იმატა მუხლის არეში ტკივილების ჩივილმა და სხვა პრობლემებმა, რომლებიც სწორედ ამ ფეხსაცმელი "უგებით" არის გამოწვეული. ჩვენთვის უფრო ნათელი რომ იყოს, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მათი მოხმარება, ქირურგი–ორთოპედი იენ მაკდერმოტის სიტყვების ციტირებას გავაკეთებ: "ბოლო წლებში ძალზედ იმატა პაციენტებმა, რომლებსაც თითქმის მსგავსი ჩივილები აქვთ, მიზეზი კი მხოლოდ ერთია. ფეხსაცმელი უგის მოხმარება საგრძნობლად ცვლის სხეულისა და კიდურების პოზიციას, რადგან ის მეტისმეტად რბილია, რაც ხელს უწყობს მუხლებზე მეტ დატვირთვას და შესაბამისად ფეხები იღებს გაურკვეველ ფორმას. ზიანდება სახსრები და ხერხემალი. რბილი ფეხსაცმლის ტარება დაშვებულია მხოლოდ ჯამრთელი ადამიანის შემთხვევაში და არაუმეტეს ნახევარი საათისა დღეში. კარგად უნდა დაფიქრდეთ სანამ ფეხსაცმელის ყიდვას დააპირებთ, ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი ძირის და თქვენი ზომა. მსგავსი ფეხსაცმელის მოხმარება უნდა შეწყვიტონ ასევე მათ, ვისაც აქვს თანდაყოლილი პათოლოგიები ძვალ–სახსროვან სისტემასთან, ბრტყელი ტერფი, სისუსტე და კუნთოვანი სისტემის გარკვეული გადახრები"– გვინმარტავს ქირურგი–ორთოპედი იენ მაკდერმოტი. იხილეთ აგრეთვე: როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები" 527 16-ს მოსწონს
|