x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემი გათვლით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს წელიწად-ნახევარში დავუბრუნდებით“ - გამყრელიძე
image


„სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

.

გამყრელიძის თქმით, მიუხედავად მასობრივი ვაქცინაციისა, პირბადის ტარება მაინც საჭირო იქნება.


.

„ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი, დავდიოდით სამოგზაუროდ და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი პირადი გათვლებით და პროგნოზით დაუბრუნდება წელიწად-წელიწადნახევარში.

.

ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული და თუ ეს მოხდა, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა მაინც გარკვეული პერიოდი ნიღბის ტარება დაგვჭირდება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენა და ა.შ. თქვენ ნახეთ რომ ამან სხვა რამეზეც იმოქმედა, წელს გრიპი თითქმის არ არის.

.

ამიტომ, სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე.

, .

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს თუ როგორ შეიძლება შეწყდეს ქვეყანაში COVID 19-ის მასშტაბური გავრცელება.

.

„ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, ვაქცინაციის საკითხში ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი.

თუ მივაღწიეთ იმას, რომ მოსახლეობის 60 - 65 პროცენტის აცრა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა. ამას დაემატება კიდევ ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ.

.

ეს იქნება იმის პრაქტიკულად 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში შემდგომი ტალღები პანდემიის და ეპიდემიის არ იქნება“- აღნიშნა იმუნოლოგმა.

.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის, ანუ მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება შემოტანილ იყოს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა.

.

ამასთანავე ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრის შემდეგ გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების შეცდომით.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0