x
image
თუთიკო ბერძენა
"ლოცვებში მოიხსენიეთ 40-იანი წლების პატარა საბჭოთა სულელი ადამიანები!" ყველაზე უცნაური რადიაციული ისტორია
image

რადიაციული, მაგრამ საინტერესო ისტორიაა, ბევრისთვის უცნობი და მრავლისმთქმელი. ღიმილისმომგვრელიც, სანამდე მიდის ადამიანების გინება და მიმიკრიის უნარი.

თუ შეხვალთ ენციკლოპედიის ვებგვერდზე და მიუთითებთ “ესეს”-ის შტანდარტენფიურერს, რაინდის ჯვრის კავალერს -ბარონ მანფრედ ფონ არდენეს, გაკვირვებული წაიკითხავთ, რომ ის სტალინის 2 პრემიის ლაურეტია 1947 და 1953 წწ-ში. რისთვის?

უნიჭიერესი ფიზიკოსი, 600 პატენტის ავტორი, ტელევიზიის ერთ-ერთი პიონერი. სწორედ მან, და არა კურჩატოვმა, შექმნა სტალინისთვის ატომური ბომბი.


ფონ არდენე ფიურერის საყვარელი ფიზიკოსი იყო. მას ბერლინთან საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა, რომელსაც აფინანსებდა გერმანული “ურან-პროექტის” ფარგლებში 1938-1845 წწ ფოსტის სამინისტრო. მის ლაბორატორიას “ესეს”-ი იცავდა. სსრკ-ს უნდა დაეკარგა 3 დივიზია ობიექტის შტურმზე, რომ მოეპოვებინა დოკუმენტაცია და აღჭურვილობა დაუზიანებლად. მას არ ჰქონდა არანაირი შანსი ამ ფიზიკოსების დაჭერის, რომლებსაც 1 წუთში შეეძლოთ გაქცევა და დასავლეთ ზონაში მიმალვა. და უცებ, აპრილის საოცრება- “ესეს”-ელებმა უხმოდ ჩააბარეს იარაღი. მთელი სამეცნიერო შემადგენლობა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს . მთელი აპარატურა და ურანის ცენტრიფუგა მთელი დოკუმენტაციით და რეაქტივებით თანამშრომლებს ჩაბარდათ. და კიდევ “ენკავედე”-ს ორგანოებს გერმანიაში 15 ტონა გერმანული ურანი დახვდათ.....

არდენე ცოლთან ერთად მიემგზავრება მოსკოვში, თან მიაქვს ძვირფასი როიალი, ესესელის სადღესასწაულო ფორმა და ფიურერის პირადი მხატვრის მიერ შესრულებული დიდი ზომის ნახატი, სადაც ფიურერი მას რაინდის ჯვრის ორდენს (ქვეყნის უმაღლესი ჯილდო) გადასცემს.

200-ზე მეტი გამოჩენილი ფიზიკოსი, რადიოინჟინერი, მერაკეტე მასთან ერთად მიემგზავრება. ესენი არიან: ნობელის პრემიის ლაურეატი, რაკეტა “ფაუ-3”-ს შემქმნელი გუსტავ გერცი, პროფესორი ვერნერ ცულიუსი, გიუნტერ ვინრტი, ნიკოლაუს რილი, კარლ ციმერი, დოქტორი რობერტ დოპელი, პიტერ ტისენი, პროფესორი ჰაინც პოზე. მოკლედ, გერმანიის რამდენიმე ასეული საუკეთესო ტვინი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც თავის დროზე რუსეთის უნივერსიტეტების პროფესურა დახვრიტეს და ბანაკებში ამოალპეს, სადაც მხოლოდ დიდგვაროვანი წარმოშობის გამო იჭერდნენ.

არდენესთან ერთად ეშელონებით მიდის ბერლინის კაიზერის ინსტიტუტის და თვითონ არდენეს ინსტიტუტის კუთვნილი საუკეთესო აღჭურვილობა.

ასევე მიაქვთ გერმანული ელექტროტრანსფორმატორები. ერთი მათგანი დღემდე რემონტის გარეშე შეუფერხებლად ქალაქ გოლიცინოში მუშაობს. მიდის დოკუმენტაცია და რეაქტივები, ფირები და ქაღალდი საბეჭდი მანქანებისთვის, ფოტორეგისტრატორებისთვის, ოპტიკა, მავთულიანი მაგნიტოფონები ტელემეტრიისთვის… ის, რასაც სტალინის რუსეთი საერთოდ არ აწარმოებდა. მუშურ-გლეხურ მოროდიორებს საუკეთესო დაზგები და ახალი ქარხნები არა მხოლოდ გერმანიიდან, ყველა ქვეყნებიდან გააქვთ. ვენასთან ახლოს მთლიანად დაშალეს და გაიტანეს რადიოქარხანა, ვოლფრამის ვაკუუმის ღუმელები. ყველაფერი ის, რაც რუსეთისთვის მიუწვდომელი იყო.

მოსკოვში ოკტიაბრსკოე პოლეზე დაჩქარებული წესით შენდება საკმაოდ კომფორტული საკონცენტრაციო ბანაკი. ჰერ არდენეს ორსართულიანი “ასობნიაკი” აქვს, კიბეზე ფიურერის მიერ მისი დაჯილდოების პორტრეტი ჰკიდია.

МИХМ-დამთავრებული ბიჭებისა მთელი კურსი ამ ბანკში გაანაწილეს, რომელიც დაშიფრული იყო როგორც გლავმოსსტროის №9 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ცნობილი "ცხრიანი".

ახლა იქ კურჩატოვის ინსტიტუტია, მაგრამ უფრო სწორი იქნება მას არდენეს სახელი მიენიჭოს.

გერმანელებმა ასევე ჩამოიტანეს სამრეწველო ატომის შემუშავებული სქემები. სწორედ ისინი არიან პიონერები ატომის დარგში. ბალტიის ზღვაში პირველი საცდელი ბომბი ააფეთქეს, მეორე კი -პომერანიაში. სიმძლავრე დაახლოებით 5 კილოტონა. ცდის დროს დაახლოებით 700 საბჭოთა სამხედრო ტყვე დაიღუპა, რომლებიც ადრე გერმანელებს ჩაბარდნენ. .

თითოეულ გერმანელს 5-6 რუსი ინჟინერი მიამაგრეს -, ძირითადად, გერმანულის მცოდნე. ისინი ყაზარმებში ცხოვრობდნენ. ქალაქიდან გასვლა მხოლოდ საშვებით შეეძლოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიეთითებინათ ადგილი, სად მიდიოდნენ. არდენეს არავისი არ ეშინოდა, დღესასწაულებზე ბანაკის ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობდა თავისი ფორმით და ორდენებით.

ენკავედედან მიმაგრებული იყო იგორ კურჩატოვი, რომელიც ფიზიკოს ბორის კურჩატოვში არ უნდა აგერიოთ. თუ მემუარებში წერია, რომ მეცნიერებათა აკადემიაში ლადაუს, კაპიცას სსრკ-ს მომავალი აკადემიკოსები თათბირი ტარდებოდა და ესწრებოდა კურჩატოვი, მაშინ ეს ბორისია, თუ ლავრენტი პავლოვიჩმა და იოსებ ბესარიონოვიჩმა მოისმინეს ანგარიში, მაშის ეს იგორია.

ასე იქცა ჩეკისტი დიდ ფიზიკოსად.

პარალელურად, ობიექტზე “Челябинск-40” მიიღეს პლუტონიუმი პირველი ატომური ბომბისთვის. მისი გამოცდის შემდეგ გერმანელმა დოქტორმა რილმა სოციალიტური შრომის გმირის წოდება მიიღო.

ახლა სრულიად გასაგებია იმ ყოყოჩობის მიზეზი, როგორც სტალინი იქცეოდა. პოტსდამის კონფერენციაზე მან იცოდა, რომ გერმანული ბომბი და გერმანული ურანი უკვე მის ხელში იყო. მეტიც, ახლა გაირკვა, რომ იაპონელებს გერმანელებისგან წყალქვეშა ნავით, მოოქროვილი ყუთებით ურანი გადაჰქონდათ. არსებობს მონაცემები მათ მიერ კორეის სანაპიროსთან ჩატარებული ექსპერიმენტული აფეთქების შესახებ. ბოლო ნავმა 45 წლის გაზაფხულზე ამოყვინთა და ამერიკელებს ჩაბარდა. აი, რატომ უპასუხა აშშ-მ ხიროსიმათი და ნაგასაკით და არა იმით, რომ სტალინი დაეშინებინა. მისი შეშინება უკვე ძალიან გვაინ იყო. არდენე უკვე მოსკოვისთვის მუშაობდა.

შემდგომში არდენე სოხუმში გადაისროლეს, სადაც ახალი სამეცნიერო ცენტრი გაიხსნა - ურანის იზოტოპების დასუფთავების ცენტრიფუგა. ობიექტი ატარებდა შიფრს «А». საშიში გახლავთ სოხუმში ბანაობა დოზიმეტრის გარეშე. აქ მოხდა რამდენიმე ავარია იზოტოპების გაჟონვით.

ბარონი ფ. არდენე სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. ამ სამუშაოსთვის ბარონმა 1953 წელს სტალინის მეორე პრემია მიიღო. 1955 წელს კი მას უფლება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო, ოღონდ გდრ-ში.

ომის ბოლოს 1945 წელს გერმანია ფლობდა რეაქტიულ ძრავებს და სერიულ რეაქტიულ თვითმფრინავებს, პირველ საზენიტო რაკეტებს, ჰქონდა ინფრაწითელი სატანკო, საავიაციო სამიზნეები, “ცისფერი ოპტიკა” ფრთოსანი და ბალესტიკური რაკეტები.

‼️სტალინის იმპერიის დაპირისპირებით აშშ-სთან და ბრიტანეთის დაშლის პირას მყოფ იმპერიასთან, გერმანიამ მიიღო შანსი და მოკლე დროში ფეხზე წამოდგა. მალე მეორე ან მესამე ეკონომიკურ იმპერიად გადაიქცა. შემდეგ ეს იაპონიამ გააკეთა, და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მას ამაში არც რაიკომი, არც ჩეკისტები და არც პარტიის მმართველი როლი არ დახმარებია‼️ გამარჯვებულ რუსეთში კი სულელი ხალხი მოსკოვურ ძეხვზე და კარაქზე ოცნებობდა

გერმანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს!

image

"ლოცვებში მოიხსენიეთ 40-იანი წლების პატარა საბჭოთა სულელი ადამიანები, რომლებიც თეთრ ხალათებში შიშველი ხელებით იღებდნენ რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებიც ვედროებით ღვრიდნენ რადიოაქტიურ ნარჩენებს უახლოეს მდინარეში და მათგან ცოტამ თუ მიაღწია არა მხოლოდ პენსიას, არამედ 30-40 წელს. საიქიოს გაემგზავრა არაერთი ნიჭიერი, მიმნდობი, მაგრამ უბრალოდ სულელი მუშაკი, რომლებიც სხვებისთვის აპროექტებდნენ დოზიმეტრებს, მაგრამ თვითონ მუშაობდნენ დოზიმეტრების გარეშე. მათ ქვრივებს და შვილებს ახსოვთ ისინი.

მეც მახსოვს მამაჩემი. ანატოლი ტიმოფეის ძე კოჩნევი. 1926 წ. დაბადებული, რომელმაც 20 წელი ატომურ მრეწველობაში იმუშავა და რომელიც დასხივებით მიღებული დაავადებით, სიღატაკეში ნელი და მტანჯველი სიკვდილით გარდაიცვალა", - ლელ ეფლეონი.

7
324
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
324
  
2021, 2 აპრილი, 8:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 აპრილი, 7:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 თებერვალი, 23:01
არანაირად, წამოიყვანეს მხოლოდ მეცნიერები და სამხედრო ინჟინრები.
გერმანელები სხვა მენტალიტეტის მქონე ერია, მუშა , პედანტი და პუნქტუალური.
შეუქმნეს ყველა პირობა და ამუშავეს საბჭოთა კავშირისათვის.
კალაშნიკოვის ავტომატი ისეა გლეხი, გაუნათლებელი კალაშნიკოვის მიერ შექმნილი, როგორც მთვარე ჩემი! :)
2021, 2 თებერვალი, 19:44
მგონი აქ გერმანელების ეშმაკობასაც ჰქონდა ადგილი.
2021, 30 იანვარი, 12:34
გერმანელი მეცნიერები მაგრები, რომ იყვნენ ამიტომაც წამოასხა მოსკოვში ერთიანად. :)
2021, 30 იანვარი, 3:57
არც გერმანელი მეცნიერები აღმოჩნდნენ ნაკლები მაგრები
2021, 29 იანვარი, 19:38
მაგარი იყო ბერია, ვინც კი ჭკვიანი იყო გერმანიაში და საბჭოთა კავშირისათვის სასარგებლო, ცხვრის ფარსავით წამოასხა მოსკოვში.
0 1 7