x
image
თუთიკო ბერძენა
მეცნიერება უძლურია, კაცობრიობა ბედნიერი გახადოს, რადგან
image

თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები, კეთილისა და ბოროტის მცოდნენი”

და რა დაემართა ადამს, როცა აკრძალული ხის ნაყოფი იგემა?

მან დაინახა საკუთარი სიშიშვლე – აი, მთელი მისი ღვთაებრიობა.


მსგავს მდგომარეობაში ვართ ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანები დღესაც.

მე-19 საუკუნე სავსე იყო იმის იმედით, რომ მომდევნო ეპოქა ღმერთების ეპოქა იქნებოდა.

“ადამიანები, როგორც ღმერთები” გახსოვთ, ალბათ, უელსი:

გამარჯვებული ადამიანი დაიურვებს მეხსა და ელვას, ავა კოსმოსში და დაეშვება ოკეანის ფსკერზე, უფრო და უფრო ჩაიძირება მატერიის სიღრმეებში, მალე სიკეთესა და ბოროტებასაც შეიცნობს...

მაგრამ 21-ე საუკუნეც დაგვიდგა და ვხედავთ, რომ შიშველნი ვართ...

ერთმა, შეუიარაღებელი თვალით უხილავმა ვირუსმა პირველცოდვის მთელი უგუნურების გააზრებასთან დაგვაბრუნა.

აღმოჩნდა, რომ მეცნიერება უძლურია, კაცობრიობა ბედნიერი გახადოს.

მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი მხარის გამომხატველია, ხოლო ადამიანური ყოფიერების ბირთვი არის მხოლოდ ის, რაც მარადიულს უკავშირდება....

იფიქრეთ ამაზე

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0