x
image
ირინა მ.
ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ
image

ყოველი ისტორიული აღმოჩენა გარკვეულ საიდუმლოს ინახავს. ზოგი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის წინ არის აღმოჩენილი, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მაგალითად, ინდური ტაძარი პადმანაბჰასვამი. მის მიწისქვეშა სარდაფებში არის იდუმალი, დალუქული კარი, რომელიც დღემდე არ გაუღიათ და არც იგეგმება უახლოეს მომავალში.

image

ტაძრის ისტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, უძველეს დროში, ამ ტერიტორიაზე ღვთაება ვიშნუს ადგილსამყოფელი იყო, XVI საუკუნეში ტაძრების კომპლექსი იქნა აშენებული, კიდევ 200 წლის შემდეგ კი, 1731 წელს, ტრავანკორას სამეფოს რაჯამ, მარტჰანდა ვარმამ, დედაქალაქ ტრივანდრუმში (ახლანდელი ინდოეთის, შტატ კერალას დედაქალაქი-თირუვანანთაპურამი) ააგო დიდებული ტაძარი პადმანაბჰასვამი. ტაძრის მთავარი შვიდრიგიანი კოშკი, სიმაღლით 30, 5 მეტრი, მრავალი სტატუეტებითა და სკულპტურებით არის დამშვენებული და ყოველი მათგანი ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

image

image


image

ტაძრის მთავარი დარბაზი ფრესკებითაა მოხატული, რომლებზეც სხვადასხვა მისტიკური სცენებია გამოსახული და ტაძრის მთავარი სიწმინდის-ვიშნუს უნიკალური სტატუის დაცვის დანიშნულება აქვს. ვიშნუ ანანანტჰასაიანამის, ე.ი. მუდმივი მისტიკური ძილის პოზაშია. სტატუის სიმაღლე 5, 5 მეტრია, შექმნილია 10 008 წმინდა ქვისგან და შემკულია ოქროთი და ძვირფასი ქვებით.

image

image

თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის საიდუმლოება, რომელსაც ტაძრის მიწისქვეშეთი ინახავს მრავალი ასწლეულების მანძილზე. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დადიოდა ხმები, რომ ტაძრის სარდაფები სავსეა აურაცხელი განძით. მათ შორისაა ინდოეთის მდიდარი ოჯახის შემოწირულობები, ტრავანკორში სანელებლებისა და სხვა საქონლისთვის ჩამოსული უცხოელი და ინდოელი ვაჭრების უხვი შემოწირულობები ღვთაება ვიშნუსთვის, რათა ვაჭრობა წარმატებული ყოფილიყო, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მაშინაც კი, როცა ინდოეთმა 1947 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა და სამეფო გაუქმდა, ტაძარი მაინც სამეფო ოჯახისა და ადგილობრივი ქურუმების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. განძიც ხელშეუხებელი დარჩა.

2010 წელს, "ერის განძის" შესახებ აქტიურად ალპარაკდნენ და საქმე ინდოეთის უმაღლეს სასამართლომდე მივიდა. იურისტმა სუნდარ რაჯანმა მოითხოვა "განძთსაცავების" გახსნა, ტაძრის ძველი რელიქვიების ინვენტარიზაცია და ტაძრის სათანადი წესით დაცვის ორგანიზება. შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ინსპექციის ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ტაძარი და ყველა ნაპოვნ რარიტეტზე ანგარიში წარედგინა.

მკვლევარების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირდაპირ ტაძრის ქვეშ ექვსი მიწისქვეშა ოთახი აღმოჩნდა. ეს უდიდესი საცავი ყოფილა, სადაც უდიდესი განძი ინახებოდა. მათ შორის იყო ლალებით და ზურმუხტებით ინკუსტრირებული ოქროს გვირგვინები, ოქროს სამკაულები, 5, 5 მეტრის სიგრძის ოქროს ჯაჭვი, 36 კგ.-იანი ოქროს "ტილო", სხვადასხვა ქვეყნისა და დროის იშვიათი მონეტები, აგრეთვე 1, 2 მეტრი სიმაღლის სუფთა ოქროს, ღვთაება ვიშნუს გასაოცარი სტატუეტი. წინასწარი მონაცემებით ძვირფასეულობის ღირებულება 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

image

image

მეცნიერებმა ექვსი მიწისქვეშა საცავიდან მხოლოდ ხუთი გახსნეს, უკანასკნელი, მეექვსე, ხელუხლებლად დატოვეს, რომელშიც, როგორც ითვლება, ყველაზე ძვირფასი განძია დაცული. წყევლა, რომლითაც ტაძრის ქურუმები იმუქრებიან, აჩერებს უმაღლესი თანამდებობის პირებს გადამწყვეტი ზომების მიღებისგან. მათი მუქარის უგელებელყოფის ნათელი მაგალითია, განძთსაცავის გახსნის ინიციატორის, სუნდარ რაჯანის ბურუსით მოცული სიკვდილი: საცავების გახსნიდან არ გასულა ერთი კვირაც, რომ 70 წლის იურისტი უეცრად გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით–ციებ-ცხელებისგან. რა თქმა უნდა ინდუსების უმეტესობას ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ რაჯანი დაისაჯა ვიშნუს მყუდროების დარღვევისთვის. არ აპირებს დანებებას ტრავანკორის მბრძანებლების შთამომავალი. მან განაცხადა, რომ იბრძოლებს უკანასკნელი საცავის ხელშეუხებლობისთვის.

გაუხსნელი საცავის შესასვლელის კარზე განსაკუთრებული "გველის ნიშანია" გამოსახული, რომელიც გადმოცემით თვით ვიშნუს დამცველია. და საქმე მხოლოდ განძში არ არის, რომელიც იქ ინახება.

image

არსებობს ლეგენდა, რომ ოთახში, რომელსაც გველის ნიშანი "ადევს", ვიშნუს ტაძრის ხელშეუხებელი მარაგი ინახება. ამ იდუმალი კარის გახსნა, მხოლოდ იმ შენთხვევაში შეიძლება, თუ სახელმწიფოს სერიოზული საშიშროება დაემუქრება და ისიც მხოლოდ ქურუმების მიერ განსაკუთრებული რიტუალების ჩატარების შემდეგ. კარს იცავს აგრეთვე დიდი, სამთავიანი, ლალისთვლიანი კობრა. ვინც ტაბუს დაარღვევს, საშინელი სიკვდილი ელის. საცავის შესასვლელ კარს არ აქვს არავითარი სახელური, საკეტი ან რაიმე სხვა ფიქსატორი, ითვლება, რომ იგი ბგერითი ტალღების საშუალებით ჰერმეტულად არის დაკეტილი.

ამბობენ, სადღაც XIX საუკუნის ბოლოს, ინგლისელებმა, რომლებიც იმხანად ინდოეთში ბატონებად თვლიდნენ თავს, რაჯას და ქურუმების გაფრთხილებების მიუხედავად, გადაწყვიტეს აკრძალულ განძთსაცავში შესვლა, მაგრამ ვერ შესძლეს. მიწისქვეშა დარბაზებში ჩირაღდნებით შეიარაღებულები მალევე საშინელი ყვირილით გამოცვივდნენ. მათი სიტყვებით, თავს გიგანტური გველები დაესხნენ და რამდენიმე ადამიანი დაკბინეს, რომელთაც საშინელი წამებით აღმოხდათ სული. ამის შემდეგ იქ ჩასვლა აღარავის უცდია.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მსგავსი კარის გაღება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ინდუსები თავს იკავებენ, რათა უბედურება არ დაატყდეთ თავს.

ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ არ ხსნიან აქამდე მეექვსე საცავის კარს, არის ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი დალუქული საცავი არ გაიხსნება მანამ, სანამ შტატის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ტაძრის ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს. განძი უნდა შეფასდეს და დოკუმენტურად გაფორმდეს, ყველაფერი ფირზე უნდა იქნას აღბეჭდილი. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფრო კვალიფიციური და ძლიერი დაცვა.

image

P.S. "როცა გადავწიეთ გრანიტის ფილა, იმის იქით წყვდიადი სუფევდა, იქაურობას მხოლოდ კარის ჭრილიდან შემოსული სინათლის სხივი ანათებდა ოდნავ. ჩემს თვალწინ გასაოცარი სურათი გადაიშალა: უმთვარო ღამის ცაზე თითქოს ვარსკვლავები ციმციმებდნენ - ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები ყოველი მხრიდან ანათებდნენ, რადგან კარის ჭრილიდან შემოსულ სუსტ სინათლეს ირეკლავდნენ. განძის უმეტესი ნაწილი ხის ყუთებში იყო მოთავსებული, მაგრამ ჟამთასვლას ხე უკვე ნაცრად ექცია და ძვირფასი ქვები და ოქროს ნივთები, უბრალოდ მტვრით დაფარულ იატაკზე გროვებად ეწყო... მსგავსი არაფერი მინახავს..."

image



იხილეთ შემდეგი:



1. ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image

2. მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები

image

3. უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image

4. ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image

5. ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image

6. კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image

7. არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image

8. ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.

image

9. როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image





0
1520
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0