x
image
მაქს კავალერა
იმედი გაყიდეს
"იმედი" გაიყიდა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული მედია გიგანტის გასხვისებაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ნებართვაც გაცემულია. ოფიციალურად წილები ჯერ გადაფორმებული არ არის, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჰოლდინგის გაყიდვაზე, რომელშიც ტელეიმედი, რადიო იმედი და ჯიდიესი შედიან, დღეს იმსჯელა.

მფლობელი ხელისულფებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე ხდება.

"იმედი", ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში გადადის, რომლის მფლობელები არიან თავად რუხაძე, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ასევე აშშ-ს მოქალაქე იგორ ალექსეევი და ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.

​აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე წლების წინ, ბიზნესმენის ქონების არასწორად განკარგვისთვის უჩიოდა და ბრიტანეთის სასამართლომ ისინი გაამტყუნა.


ინფორაცია "იმედის" ყიდვის შესახებ თავად რუხაძემაც დაადასტურა:

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს, “- განაცხადა რუხაძემ "ბიზნესპარტნიორთან"იმედი

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0