ვარსკვლავები დემი მურიმ ,,ახალი სახით" საზოგადოება შოკში ჩააგდო 2021, 28 იანვარი, 21:43 “თევზი მური", სწორედ ასე შერაცხა პრესამ დემი მური პარიზში, Fendi-ს დეფილეზე გამოსვლის შემდეგ. ფოტოგრაფების წინაშე მსახიობი ეფექტურ აბრეშუმის კოსტიუმით წარსდგა, თუმცა ყურადღება არა მისმა ჩაცმულობამ, არამედ სახემ მიიქცია. ვარაუდობენ, რომ 58 წლის მსახიობმა გასაახალგაზრდავებლად კოსმეტოლოგებს მიმართა და სახე ფილერებით დაიმშვენა. არაბუნებრივად ჩანს მსახიობის ტუჩებიც, სწორედ მათ გამო შეარქვეს “თევზი". 115 1-ს მოსწონს
|