სხვა ლიტველ სამხედროებს ავღანეთში ქეიფი არ შეერგოთ 2012, 29 აგვისტო, 14:45 დალევასა და მოლხენას რა ჯობს, მაგრამ ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს, სადაც შენგან 24-საათიან საბრძოლო მზადყოფნას ითხოვენ, ჭიქების დაჭახუნებასა და ბანცალ-ბანცალით სიარულს არავინ გაპატიებს.
როგორც ჩანს, ამ შეგონების მალიმალ გამეორება განსაკუთრებით ლიტველ სამხედრო მოსამსახურეებს სჭირდებათ.აგერ უკვე მეორედ ავღანურ მისიაში ჩართული ლიტვური კონტინგენტიდან სამხედროები სიმთვრალის გამო დაითხოვეს.
ნაქეიფარი სამი ლიტველი:სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი, ინჟინერი და ბორტოპერატორი ქაბულში სამხედრო პოლიციამ გამოიჭირა.ისინი სამსახურიდან დაითხოვეს და სამშობლოში გაამგზავრეს.
მსგავსი ამბავი 2 წლის წინაც მოხდა, მაშინაც სამი ლიტველი ოფიცერი ავღანეთიდან სამშობლოში სწორედ ლოთობის გამო გაუშვეს.
ინფორმაციის წყარო:ჟურნალი "არსენალი" 530 11-ს მოსწონს
|