ფოტოგრაფია ვარსკვლავების პროვოკაციული ფოტოები ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური ფოტოგრაფისგან 2021, 25 იანვარი, 12:49 ძალიან ცოტა ფოტოგრაფს თუ შეუძლია იმ რაოდენობის კადრითა და წარმოებული სარეკლამო კამპანიით იამაყოს როგორც ეს ტერი რიჩარდსონს. ფოტოგრაფიის სამყაროში პროვოკატორად აღიარებული ხელოვანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში თავს არანაირი წესებით არ იზღუდავს, მეტიც, ფეშენის ჟანრში არ არსებობს ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები ისეთივე დრაივით, მომენტის სიმკვეთრის შეგრძნებით, შეუზღუდავი, თავაშვებული გართობითა და ცხოვრების წყურვილით გამოირჩეოდეს როგორც ხელოვანის ფოტოები.ტერი რიჩარდსონის შემოქმედებისთვის სახასიათოა პროვოკაციები, მისი ნამუშევრები როგორც წესი, ყოველთვის ფეტიშიზმისა და პორნოგრაფიის ზღვარზე გადის. ყველაზე საკამათო თემებით თამაში - არის ზუსტად ის სტილი, რომელსაც ავტორი ბოლომდე იცავს და რომელმაც მას სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სკანდალური ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელების ყველაზე პროვოკაციულ ფოტოებს.319 შეფასება არ არის |