x
image
თუთიკო ბერძენა
რაგინდ დიდი გენიოსიც არ უნდა იყო, ყველას ვერ მოეწონები

image

ყველას ვერ მოეწონები! ნაწილი შეფასებისას დაგიწუნებს, ნაწილი მოგიწონებს. ზოგი გაღიარებს, ზოგი -არა. ამას უნდა შეეგუო.

აკაკი წერეთელი ვაჟა-ფშაველას:"ენას გიწუნებ, ფშაველო"
გარდა ამისა, რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, აკაკი ჟურნალ "კვალში" ვაჟას ლექსებსა და წერილებს არ უქვეყნებდა....

კონსტანტინე გამსახურდია: "რო­გორ გა­ვოც­დი, როცა ქუ­თა­ისს ეწ­ვია ვაჟა საკ­მა­ოდ გა­ხუ­ნე­ბუ­ლ ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. არც მისი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი შუბ­ლი და არც თვა­ლე­ბი გე­ნი­ო­სო­ბის ნი­შანს არ ატა­რებ­დნენ.... მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ა­ში არ მე­გუ­ლე­ბა მისი ბა­და­ლი პო­ე­ტი. ასე­თი თა­ვის­თა­ვა­დი, ორი­გი­ნა­ლო­ბით მო­სი­ლი. მისი გა­მო­ჩე­ნა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ვარ­სკვლა­ვედ­ზე იწ­ვევს ჩვენს გულ­ში აღ­ტა­ცე­ბას და გან­ცვიფ­რე­ბას. პო­ე­ტის შე­ფა­სე­ბა­ში ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია ენობ­რი­ვი პო­ზი­ცია ავ­ტო­რის, რად­გან ენა მწერ­ლი­სათ­ვის, რაც კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის, სა­მუ­სი­კო ინ­სტრუ­მენ­ტია. აქ ბევ­რი რამ ჰქონ­და სა­დაო აკა­კი წე­რე­თელს და სი­მონ ხუნ­და­ძეს. მე სიყრმი­დან­ვე ვა­ჟას მემ­ხრე ვი­ყა­ვი და გიმ­ნა­ზი­ის უკა­ნას­კნელ კლა­სებ­ში და მერ­ხი­დან ვუ­წევ­დი ოპო­ზი­ცი­ას ჩემს გან­სვე­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს სი­მონ ხუნ­და­ძეს. ( კონსტანტინე გამსახურდიამ ქუთაისის თავადაზნაურთა გიმნაზია დაამთავრა- ახლანდელი მე-2 საჯარო სკოლა, სადაც სილოვან ხუნდაძე ასწავლიდა) იმ დრო­ი­დან მე არ შე­მიც­ვლია შე­ხე­დუ­ლო­ბა­ნი ვა­ჟას ენის­მი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ... ვაჟა ჩუმი გე­ნი­ო­სი იყო და რო­გორც ცნო­ბი­ლია, გე­ნი­ო­სის­თვის კა­ნო­ნი არ და­წე­რი­ლა.."





6
344
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
344
  
2021, 25 იანვარი, 17:50
შეჰკადრებდნენ და მერე როგორ:) ბელადომანია და ავტორიტეტებს არ ცნობდა არ მაშინდელი კლასიკური ლიბერალიზმი და არც ახლანდელი ლიბერტარიანიზმი. ეს არის განსხვავება სხვა იდეოლოგიებს და ლიბერალიზმს შორის.რაც სათქმელია იმას პირადპირ ამბობენ,ყველანაირი დდაფარვის გარეშე. არ ვიცი,რამდენად ადევნებ თვალს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას,მარა ერთადერთი პარტია,რომელიც სიმართლეს ამბობდა გირჩი იყო. ილიაც არ ინდობდა არავის,თვით გრიგოლ ორბელიანს,რის გამოც მტრად აცხადებდნენ,მარა კი დაუწერა "ჩემო კალამო". აკაკი კი,მაშინდელ სამოციანელებს შორის ყველაზე მარტივი ენით წერდა.
2021, 25 იანვარი, 16:45
კი, იმით, რაც ჩვენ უნდა ვიხადოთ მთელი 30 წელი, ესენი იწონებენ თავს
2021, 25 იანვარი, 16:44
ეგებ არც ვაჟას მოწონდა აკაკის ჩვენებური, იმერული დიალექტი, მაგრამ როგორ გაუბედავდა? როგორ შეჰბედავდა ან შეჰკადრებდა "საქართველოს ბულბულს"? ამაშია საქმე.
2021, 25 იანვარი, 10:49
ასე მაგალითად,როცა გახარია გამოდის და ამბობს,რომ მოსახლეობას 6 თვეზე გათვლილ დახმარებას შესთავაზებს და პანდემიის დროს დაეხმარება მთავრობა ადამიანებს,ეს პირდაპირი გაგებით კარგია. მათ უნდათ დახმარება და ეს ხილულია,მაგრამ არის უხილავი და დიდი პრობლემა,რაც ამ განცხადებას თან ახლავს. ქვეყანა ჩაკეტილია და ეკონომიკა მცირდება,რაც ბიუჯეტისთვის მცირე შემოსავალს ნიშნავს. იღებენ სესხს,რომელიც 60% მთლიანი ეკონომიკის და 30 მილიარდს უტოლდება. ეს არის ზღვარი და რომელიც მომავალი თაობების გადასახდელია და ახლო მომავალშიც გამოიწვევს პრობლემებს,თუ პანდემია გაგრძელდა და არ მოხდა ვაქცინაცია. ამიტომ სანამ მთავრობას ტაშს დაუკრავენ ადამიანები,უნდა დაფიქრდენენ რა და როგორ ხდება. ამაზე მეტ ვალს ვეღარ ავიღებთ და კერძო სექტორსაც უჭირს უკვე. საიდან მოიტანენ ფულს,თუნდაც პირბადეების შესაძენად.ლიბერტარიანული მთავრობა არ შეზღუდავდა და არ დააპაუზებდა ქვეყანას უკიდურეს შემთხვევამდე,თუ ამას იზავდა,მაშინ იმასაც იტყოდა რა და როგორ მოხდა.
2021, 25 იანვარი, 10:41
ლიბერალები ისეთ თემებს ეხებიან,რომ შეუძლებელია რთული ენით საზოგადოებამდე მიიტანო სათქმელი. ლოკიდან დაწყებული ბენდუთი დამთავრებული ყველა მარტივად საუბრობდა და მომავალშიც ასე გაგრძლედება. როცა სიმართლეს ამბობს ადამიანი,მას არ სჭირდება რთული სიტყვების გამოყენება და ამბობს მარტივად. რთული ენა და ჩახლართვა არის სოციალისტების,რიგი კონსერვატორების ხელწერა და არა ლიბერტარიანელის. ბენჟამინ დიზრაელი იყო ბრიტანეთის პრემიერი 60-70 წლებში და მის დროს ქვეყანას "ორ ერად" გაყოფა ემუქრებოდა,მდიდრებად და ღარიბებად. გამოსვლები და დაძაბულობა იყო ქვეყანაში და დიზრაელმა ღარიბ ფენას შეღავათები შესათავაზა,ჩააცხრო მათი აღელვება. რთულ სიტყვებში დამალული ტყუილით მოეხერხა ეს და ყველა ბედნიერი იყო ამით. მდიდრებს უხაროდათ რო პრობლემა არ ექმნებოდათ და ღარიბებს გამარჯვება ეგონათ. სინამდვილეში კი, შეძლებული კლასის ინტერესებს იცავდა დიზრაელი და "დათმობები" ელიტისთვის საფრთხის არიდებისთვის იყო და ფაქტიურად,არაფერი გაკეთდა ღარიბი ფენისათვის. ეს მაგალითია იმისთვის,რომ განსხვავება დავინახოთ,როგორ მოქმედებს ლიბერალი და როგორ მოქმედებს სხვა იდეოლოგია. სიმართლე,თუნდაც მწარე უნდა ითქვას მარტივად და გასაგებად. როცა გესაუბრება მართველნი ამა ქვეყნისანი,მაშინ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედო მათ სიტყვებში,რადგან არსებობს რაღაც რაც ჩანს და არის რაღაც რაც არ ჩანს.
2021, 25 იანვარი, 10:27
შემოქმედება თავისუფლებას მოითხოვს და ასე იბადება შედევრები. აკაკის მისი ენა არ მოსწონდა,მაგრამ როგორც ცნობილია დიდ პატივს სცემდა ვაჟას და მის შემოქმედებას. ზოგადად,კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლები მარტივი ენით,უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე აქვეყნებდნენ ნაშრომებს და საკუთარ აზრებს ასე გადმოგვცემდნენ. გოგებაშვილმა შეცვალა ბევრი რამე ქართულ ენაში და გასაკვირი არაა,რომ აკაკი ამის წინააღმდეგი იყო. პრობლემა სიმარტივეში იყო და არა ნაშრომების შინაარსში.აქ დავეთანხმები აკაკის,რომ ვაჟა რთული ენით წერდა და მასაბისთვის დღესაც გაუგებარია. კლასიკურ ლიბერალს მეტი სიმარტივე მოეთხოვებოდა,მაგრამ ვაჟა გენიოსი იყო და ეპატიებოდა ეგეთი რაღაცეები.
0 1 6