ყველას ვერ მოეწონები! ნაწილი შეფასებისას დაგიწუნებს, ნაწილი მოგიწონებს. ზოგი გაღიარებს, ზოგი -არა. ამას უნდა შეეგუო.
აკაკი წერეთელი ვაჟა-ფშაველას:"ენას გიწუნებ, ფშაველო"
გარდა ამისა, რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, აკაკი ჟურნალ "კვალში" ვაჟას ლექსებსა და წერილებს არ უქვეყნებდა....
კონსტანტინე გამსახურდია: "როგორ გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია ვაჟა საკმაოდ გახუნებულ ჩოხაში გამოწყობილი. არც მისი საკმაოდ დაბალი შუბლი და არც თვალები გენიოსობის ნიშანს არ ატარებდნენ.... მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტი. ასეთი თავისთავადი, ორიგინალობით მოსილი. მისი გამოჩენა ქართული პოეზიის ვარსკვლავედზე იწვევს ჩვენს გულში აღტაცებას და განცვიფრებას. პოეტის შეფასებაში ჩემთვის უმთავრესია ენობრივი პოზიცია ავტორის, რადგან ენა მწერლისათვის, რაც კომპოზიტორისთვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს. მე სიყრმიდანვე ვაჟას მემხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში და მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს სიმონ ხუნდაძეს. ( კონსტანტინე გამსახურდიამ ქუთაისის თავადაზნაურთა გიმნაზია დაამთავრა- ახლანდელი მე-2 საჯარო სკოლა, სადაც სილოვან ხუნდაძე ასწავლიდა) იმ დროიდან მე არ შემიცვლია შეხედულობანი ვაჟას ენისმიერი პოზიციების მიმართ... ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა.."