ფოტოგრაფია წინ წარსულისკენ: ცნობილი ადამიანების და მნიშვნელოვანი მოვლენების საარქივო კადრები, რომლებიც დრომ შემოინახა 2021, 25 იანვარი, 0:54 ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროთ, სადაც აქამდე თქვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.![]() შექსპირის გარდაცვალებისას გაკეთებული ნიღაბი, რომელიც ძველი ნივთების მაღაზიაში, კერძოდ კი, დარმშტადტში 1840-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. 1616 წლით დათარიღებულ ნიღაბზე კარგად ჩანს ცნობილი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის მაღალი, სახასიათო შუბლი, საკმაოდ დიდი ცხვირი და წვერი![]() ჯეკ ნიკოლსონი ფილმ "ბეტმენის" გადაღებებისას, მაკიაჟის გამოყენებამდე და შემდეგ, 1989 წელი![]() როდესაც ჯაკომო პუჩინი თინეიჯერი გახლდათ, მან თამბაქოს შესაძენად ეკლესიიდან ორგანის რამდენიმე მილი გამოიტანა და ის როგორც ჯართი ისე გაყიდა. გამომდინარე იქიდან რომ ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ასევე ეკლესიის ორგანისტიც იყო, მან მუსიკის ჟღერადობა ისე შეცვალა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული მილები ვერავის შეემჩნია![]() სიდ ვიშესი და ჯონი როტენი, ლუქსემბურგი, 1977 წელი![]() ![]() საბჭოთა ფილმების უცხოური პლაკატები![]() Schloerwagen, 1939 წელი![]() მელ გიბსონი და ჯეიმს კავიზელი "ქრისტეს ვნებანის" გადასაღებ მოედანზე, 2003 წელი![]() ვილფრედი - ლონდონის ზოოპარკის სამხრეთ აფრიკული გალაგო, 1938 წელი![]() ჯია მარი კარანჯი (29 იანვარი, 1960 წელი - 18 ნოემბერი, 1986 წელი)- ამერიკელი მოდელი, ერთ – ერთი პირველი სუპერმოდელი მსოფლიოში. პირველი გოგონა ამერიკაში, რომელიც შიდსით გარდაიცვალა. ჯია კარანჯის ისტორია დაედო საფუძვლად ფილმ "ჯიას", რომელშიც მთავარი როლი ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა![]() კვენტინ ტარანტინო და ჯონ ტრავოლტა ფილმ "მაკულატურას" გადაღების დროს, 1993 წელი![]() ელაიჯა ვუდი თავის დუბლიორთან ერთად ფილმ "ბეჭდების მბრძანებელი:მეფის დაბრუნება" გადასაღებ მოედანზე, 2003 წელი
ლონდონის ავტობუსი გაჩერდა რათა გზა მეორე ავტობუსისთვის დაეთმო, 1960-იანი წლები![]() ფილმი "მოზრდილების სიყვარული" - მონიკა ბელუჩის პირველი როლი დიდ კინოში![]() ახალგაზრდა სამურაის კურსები, ტოკიო, იაპონიის იმპერია, 1930 წელი![]() ფილმ "ფორესტ გამპის" გადაღებებზე 1993 წელი![]() 16 წლის მილა იოვოვიჩი "Johnny Rockets"- ის სასადილოში, 1987 წელი![]() ტიმ ბარტონი ფილმ "მარსი გვიტევს!" გადაღებაზე, 1996 წელი![]() ფოტოები ფილმ "კრავთა დუმილის" (The Silence of the Lambs) გადასაღები მოედნიდან, 1991 წელი![]() როგორ ემზადებოდნენ მოდელები "pin-up" სესიებისთვის![]() ბრიუს უილისი, 1990-იანი წლები, ფოტო ბრიუსის ქალიშვილმა სარამ "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა, ასე უჩვეულოდ მიულოცა მან ბრიუსს მამის დღე1974 1-ს მოსწონს |