დღეს დილიდან ტელევიზია რუსთავი 2-ის ეთერიდან ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან , ლოპოტას ხეობაში მიმდინარეობს დევნის ოპერაცია. ხეობა მოსახლეობისგან მოშორებითაა. ოპერაცია მძევალთა გათავისუფლებას უკავშირდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით მოსახლეობა ინფორმირებულია და პანიკა არ შეინიშნება.