სხვა იაპონიაში Covid-19-ით ინფიცირებულმა ქალმა თავი მოიკლა,რადგან "ოჯახს პრობლემები შეუქმნა" 2021, 22 იანვარი, 16:33
იაპონელმა დედამ, რომელიც კორონავირუსზე დადებითი ტესტი დაუდგინდა, თავი მოიკლა საკუთარ სახლში მას შემდეგ, რაც "ოჯახს პრობლემები" შეუქმნა.
გასული პარასკევს ტოკიოში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 30 წლის ქალბატონი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებდა Covid-19– ის დადასტურების შემდეგ.
სიკვდილის წინ ქალმა დაწერა წერილი, სადაც საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ საკუთარ ქალიშვილს გადადო ვირუსი, ეს იყო მისთვის ”უპატიებელი, რომ იგი გახდა პრობლემა".
ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით daily mail-ი წერს, რომ იაპონელი ქალი ცხოვრობდა თავის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, რომლებმაც ასევე დადებითი ტესტი გამოუვლინდათ კორონავირუსზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დედის დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ქალი ძალზე შეშფოთებული იყო, რომ ინფექცია უახლოეს ადამიანებს გადადო. ჯანდაცვის ექსპერტები მოუწოდებენ საჭირო ფსიქიატრიული დახმარება გაეწიოთ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს სახლში თვითიოზლაციაში იმყოფებიან. უედა მიჩიკომ, ვასედას უნივერსიტეტის თვითმკვლელობის შესწავლის ასისტენტ-პროფესორმა, NHK- ს განუცხადა, რომ ბევრ ადამიანი, როდესაც ვირუსით ინფიცირდება, განიცდის ზეწოლას, რადგან ითვლება, რომ ისინი ვირუსის გამავრცელებელები არიან და სხვებისთვის პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. ”ასევე არის ასეთი ფაქტი: თქვენ არ გაქვთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, რამაც შეიძლება გონებრივად კუთხეში მიგამწყვდიოთ”, - განაცხადა მიჩიკომ. ”ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც დაადგენს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ მათზე." ეს ახალი ამბები იმითაა საყურადღებო პირველ რიგში, რომ შარშან ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად იაპონიაში თვითმკვლელთა რიცხვი გაიზარდა, რადგან პანდემიამ შეცვალა წლების წინ დაწყებული სუიციდის მაღალი მაჩვენებლების წინააღმდეგ ბრძოლის სტატისტიკა.როგორც ცნობილია, იაპონია სუიციდის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. იაპონიის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს 20 919 ადამიანმა მოიკლა თავი, რაც წინა წელთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. შედარებისთვის, 3460 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით იმავე პერიოდში. (შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია) 65 3-ს მოსწონს
|