x
image
ოტი
რა ავადმყოფობა ალკოჰოლიზმი

image

ალკოჰოლიზმი - დაავადება, რომელიც განპირობებულია სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღებით; ვლინდება თრობისადმი მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკის მოშლით, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების დაკარგვით, პიროვნების დეგრადაციით.
ალკოჰოლიზმი – სიმპტომები, მიმდინარეობა. წარმოიქმნება სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარების დროს; დაავადების მთლიანად ფორმირების დროსაც კი, იგი განაგრძობს განვითარებას, სასმელიდან თავშეკავების პერიოდშიც. ხასიათდება ოთხი სინდრომით, რომელთა თანამიმდევრობითი განვითარება განსაზღვრავს დაავადების სტადიას.
დაზიანების მრავალსისტემურობა ყველა სპეციალობის ექიმს საშუალებას აძლევს დაისვას ალკოჰოლიზმის დიაგნოზი. შესაძლებელია მოხდეს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის განვითარება, რომლის დროსაც საჭიროა მისი სასწრაფო კუპირება ავადმყოფის დაძინებით (ვენაში ტიზერცინი, ელენიუმი და სხვ.); ამასთან აუცილებელია დეჰიდრატაცია და გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე კონტროლი.
ალკოჰოლიზმი – პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ხანდაზმულობაზე და სპირტიანი სასმელების ჭარბად გამოყენების ინტენსივობაზე, სუროგატების მიღებაზე. სიკვდილი დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების დეკომპენსაციით, რაც უკავშირდება ე. წ. “ზაპოებს”, ექსცესებს, აბსტინენციურ მდგომარეობებს, ინტერკურენტულ დაავადებებს. ანტიალკოჰოლური მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე აჩერებს დაავადების განვითარებას.
0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0