მამაკაცი მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანი აკრომეგალიით ყოფილა დაავადებული 2021, 22 იანვარი, 15:29 აკრომეგალია – დაავადება, რომელიც განპირობებულია
სომატოტროპინის ჭარბი პროდუქციით და ხასიათდება ჩონჩხის ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების დისპროპორციული ზრდით.
აკრომეგალია – პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს ზრდის ჰორმონების მომატებული პროდუქცია, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ჰიპოფიზის ადენომით (დაავადების სიმსივნური ფორმა) ან ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანებით. მეორადია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები: კუჭქვეშა, სასქესო, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების. ჰიპოფიზის სიმსივნის ზრდასთან ერთად, დაავადების ვლინდება მეორადი ცვლილებებითა და გართულებებით შინაგანი ორგანოების მხრივ. ცილოვანი ცვლის ანაბოლური ფაზის გაძლიერება იწვევს რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების მასის ზრდას, ძვლის პერიოსტალური ზრდის გაძლიერებას, ორგანიზმში აზოტის შეკავებას. ორგანიზმში სომატოტროპული ჰორმონის სიჭარბე განაპირობებს კუჭქვეშა ჯირკვლის Р-უჯრედების ფუნქციის გაძლიერებას, მათ ჰიპერპლაზიასა და სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვას, რაც იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
აკრომეგალია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან მამაკაცები და ქალები უპირატესად 20-40 წლის ასაკში. ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, თავის ტკივილს, ტკივილს სახსრებში, კიდურების გაბუჟებას, ძილის დარღვევას, ოფლიანობას; ქალებში ვლინდება მენსტრუალური და შობადობის ფუნქციის დარღვევა, მამაკაცებში – ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება. გარეგნობის ცვლილება შედარებით ნელა მიმდინარეობს და, როგორც წესი, პირვლად მას აღნიშნავს არა თვითონ ავადმყოფი, არამედ გარეშე პირი. დაავადების განვითარებასთან ერთად ვლინდება აკრომეგალიისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: სახის ნაკვთების გაუხეშება, – წარბზედა რკალების, ყვრიმალის ძვლების, ქვედა ყბის, კბილებს შორის შუალედების გადიდება. ხდება სახის რბილი ქსოვილების ზრდა: დიდდება ცხვირი, ტუჩები, ყურები; კანი წარმოქმნის უხეშ ნაკეცებს სახეზე და თავზე, განსაკუთრებით ლოყის მიდამოებში, შუბლზე და კეფაზე. აღინიშნება ცხიმისა და ოფლის ჯირკვლების ჰიპერტროფიითა, აკნე, ფონიკულიტები, სხეულზე თმიანობის მომატება; სახმო იოგების გამსხვილების გამო ხმა დაბლდება, ძილის დროს ავადმყოფი ხვრინავს. აღინიშნება მტევნებისა და ტერფების გადიდება, უმთავრესად სიგანეში, ქუსლის ძვლების გასქელება და ეგზოსტოზების განვითარება. ზრდის ღია ზონების დროს ვითარდება გიგანტიზმი. მატულობს გულმკერდის მოცულობა, ფართოვდება ნეკნთაშუა არეები, შესაძლოა ხერხემლის დეფორმირება სქოლიოზის ან კიფოზის განვითარებით. კუნთების ჰიპერტროფია თავდაპირველად მიმდინარეობს კუნთოვანი ძალის გაზრდით, დაავადების პროგრესირებასთან ერთად თანდათანობით ვითარდება კუნთოვანი სისუსტე და ადინამია. ვლინდება სპლანქნომეგალიის ნიშნები, მატულობს ქალაშიდა წნევა; სიმსივნის ზრდასთან ერთად შესაძლებელია გამოვლინდეს ახლომდებარე ნერვების მიჭყლეტის სიმპტომები, დიენცეფალური მიდამოს ფუნქციის დარღვევის სიმპტომები. სიმსივნის ზეწოლა მხედველობის ნერვების ჯვარედინზე იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, მხედველობის ველის შევიწროებასა და შეგუბებით მოვლენებს თვალის ფსკერზე. ვლინდება ტოლერანტობის დარღვევა ნახშირწყლებისადმი, შაქრიანი დიაბეტისადმი, ჩიყვის დიფუზური ან კვანძოვანი ფორმები, მათი ფუნქციის დაღვევის გარეშე ან მისი დარღვევებით, ჰიპოკორტიციზმის სიმპტომები, სასქესო ჯირკვალების ფუნქციის დაქვეითება, ჰიპერტენზია. ჩონჩხის ძვლების რენტგენოგრაფიით ვლინდება ქალას თაღის ჰიპეროსტოზი, საფეთქლისა და ძირითადი ძვლის ღრუების პნევმატიზაცია, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება, ქვედა ყბის გადიდება, ასევე თურქული კეხის გადიდება და მისი დესტრუქციული ცვლილებები. ლულოვანი ძვლების რეტგენოგრამაზე ვლინდება ეპიფიზების გასქელება; ეგზოსტოზები. ოფთალმოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის ნერვების შეგუბებითი დისკოები, მხედველობის ველის შეზღუდვა. სისხლში აღინიშნება სომატოტროპული ჰორმონის მაღალი დონე, პროლაქტინის, ფოსფორისა და ტუტე ფოსფატაზის დონეთა მატება. ტარდება სომატოტროპინის სეკრეციის დინამიკური გამოკვლევა. დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია.
აკრომეგალია - მკურნალობა. ჰიპოფიზარული მიდამოს გამათერაპია, პროტონოთერაპია, ჰიპოფიზის ადენომის ქირურგიული ამოკვეთა. ინიშნება პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ზრდის ჰორმონისსეკრეციას; ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა: დიეტოთერაპია, ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ჰორმონოთერაპია.
96 1-ს მოსწონს
|