ფოტოფაქტები ნაცისტური გერმანიის პერიოდიდან, რომლებიც კარგად დაგანახებთ თუ რა არის ნაციზმი
ფოტოსურათები ისტორიებით ნაცისტური გერმანიის პერიოდიდან.
1. ეს გოგონები არიან ნაცისტური გერმანიის ქალთა ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, როგორც "ჰიტლერის ახალგაზრდობა". ნაცისტური ფილოსოფიის თანახმად, გოგონების მთავარი მიზანი იყო დედობა და იდეალური შვილების აღზრდა 1000 წლის რაიხის მომავლის უზრუნველსაყოფად. 1939 წლისთვის, ყველა ახალგაზრდა გოგო უნდა გამხდარიყო ამ ორგანიზაციის წევრი, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იყვნენ "სუფთა არიანელები".
2. 1935 წლიდან 18 – დან 25 წლამდე ყველა ახალგაზრდა ვალდებული იყო ექვსთვიანი შრომითი სამსახურიგ აევლო, რაც არსებითად სამხედრო მომზადების ფორმა იყო. ახალგაზრდებს აგზავნიდნენ სამუშაო ბანაკებში, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, სამრეწველო ობიექტებისა და ავტობანების მშენებლობისთვის. ხელფასს კი რა თქმა უნდა არ უხდიდნენ.
3. და ისევ ორგანიზაცია “ჰიტლერის ახალგაზრდობა", ის 1925 წელს შეიქმნა. 1932 წლისთვის მის რიგებში უკვე 108 000 ადამიანი იყო. მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ყველა სუფთა სისხლის გერმანელისთვის სავალდებულოდ მიიღო. მშობლები ვალდებულნი იყვნენ თავიანთი შვილები ამ ორგანიზაციაში რომ გაეწევრიანებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასჯა ელოდათ. ამგვარად, 1938 წლისთვის ორგანიზაციას 8 000 000 ახალგაზრდა აერთიანებდა.
4. გერმანელ ბავშვებს ყოველ დღე ასწავლიდნენ მასწავლებლები ნაცისტურ მისალმებას, თვითონ კი ვალდებულნი იყვნენ, რომ ნაცისტურ პარტიას შეერთებოდნენ.
5. 1940 წელი. ბავშვები გაჰყავთ ბერლინიდან, რადგან ქალაქვს დიდი ბრიტანეთის სამხედროები ბომბავენ.
6. ლიგის წევრები იღებდნენ არა აკადემიურ, არამედ პოლიტიკურ განათლებას, მათ ხომ ყოველ დღე უნერგავდნენ, რომ მათი ძირითადი მიზანი იყო კარგი დედობა და ჰიტლერის იდეის განხორციელება უმაღლესი რასის შესახებ.
7. ბერლინი, ბავშვები ყიდულობენ ნაყინს. 1934 წელი
8. 1933 წელი. ბავშვებს აირწინაღებში ასავლიან სროლას, რუკების კითხვას, ყველა იმ თვისებას, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ. 1944 წლის ბოლოს და 1945 წლის დასაყისში ბავშვები “ჰიტლერის ახალგაზრდობიდან" იცავდნენ ქალაქს.
9. ეს ბავშვები არიან ე. წ. ლებენსბორნის, ნაცისტური პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანი ქერათმიანი, ცისფერთვალება ბავშვების ახალი რასის შექმნა იყო. იგი შეიმუშავა ჰაინრიხ ჰიმლერმა, ამ პროგრამის განმავლობაში 8, 000 ბავშვი დაიბადა გერმანიის სპეციალურ სამშობიარო საავადმყოფოებში, ხოლო კიდევ 12, 000 ნორვეგიაში.
10. პატარა ბიჭებს “ჰიტლერის ახალგაზრდობიდან" სპეციალური ფორმა ჰქონდათ.
11. 1940 წლის ოქტომბერი. ნაცისტური ფორმაში პედაგოგი პოლონეთის სკოლის ბავშვებს რასობრივი უპირატესობისა და დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ უყვება.
12. 1936 წელი. ჯარისკაცები ნაცისურ ფორმაში ნათლავენ ბავშვს. ეს ჯარისკაცები იყვნენ ჰიტლერის დაცვის სამხედრო ნაწილის წევრები. მათ კი ჰენრიხ ჰიმლერი მართავდა.
13. ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი თავიდანვე უჭერდა მხარეს ნაცისტებს. ის ცდილობდა გაეერთიანებინა ქრისტიანული სარწმუნოება და ნაცისტური ფილოსოფია. იმასაც ამბობდა, რომ თვით იესო არიელი იყო.
14. ბავშები “ჰიტლერის ახალგაზრდობიდან" ხშირად დადიოდნენ ლაშქრობებში. ითვლებოდა, რომ ეს ერთგვარი სამხედრო მომზადება იყო.
15. ახალდაქორწინებული წყვილი ათვალიერებს ბეჭდებს. ახლად შეურლებულებს საჩუქრად ჰიტლერის წიგნს( “ჩემი ბრძოლა") ჩუქნიდნენ, ისევე როგორც ყველა ჯარისკაცს, ვინც ფრონტზე მიდიოდა. ამგვარად, წიგნი ბესტსელერი გახდა.
16. ბავშვებს გონებრივი ჩამორჩენილობით იძულებითი სტერილიზაცია უნდა ჩატარებოდათ.
17. პროპაგანდა ებრაელების წინააღმდეგ
18. ებრაელები დგანან რიგში ტურისტული სააგენტოს წინ. მათ პალეტსინა|ში გადასახლება სურდათ. 1939 წელი
19. 1940 წლის პოლონეთი. ეს ებრაელი ქალი ქუჩის გამყიდველის საქონელს ათვალიერებს. ყველაზე დიდი ებრაული გეტო იყო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში; მასში 400000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300, 000 ადამიანი დახვრიტეს ან მოკლეს გაზის კამერებში, ხოლო კიდევ 90, 000 ადამიანი გარდაიცვალა შიმშილისგან ან დაავადებისგან.