ქალი და მამაკაცი “ქმარი გამირბის, საკმარისია აბაზანაში შევიდე და მაშინვე პორნოს ყურებას იწყებს" 2021, 21 იანვარი, 9:11 ტიპური სიტუაციაა: სამი გოგონა ჩაის მიირთმევს და თან საუბრობს: “ჩემი ქმარი გამუდმებით დაღლილია, სულ ეძინება. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა ნორმალურად ყველაფერი…” – “ჩემთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე: გამირბის და საკმარისია, შევიდე აბაზანაში, მაშინვე პორნოს რთავს”…
“დეილი მეილი” იუწყება: მამაკაცების 62%-მა აღიარა, რომ უფრო ხშირად ამბობენ უარს სექსზე, ვიდრე მათი ცხოვრების თანამგზავრები. 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სურთ მამაკაცებს ცოლებთან ინტიმური ურთიერთობა ტაბლეტები ანტიდეპრესანტები და არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები აქვეითებენ მამაკაცურ ლიბიდოს. უძილობა. ახალგაზრდებში პოპულარულია ღამის ცხოვრება, შესაბამისად-უძილობა. რაც აისახება მის სექსუალურ აქტივობაზე. ჰორმონალური ფონის დარღვევა თუ არსეობს ეჭვი, რომ მიზეზი ამაშია, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება ტესტესტერონსა და სხვა ჰორმონებზე. საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. სექსუალური ჰარმონიის არარსებობა მას არ იზიდავს ქალი, რომელიც გვერდში ჰყავს, ან არ მოსწონს მისი ქცევები, გამუდმებული კრიტიკა, არ არის მასთან გახსნილი… კონფლიქტი წყვილს შორის, რაც არ არის დაკავშირებული სექსთან ზოგი “სჯის” პარტნიორს იმით, რომ არ აქცევს მას არანაირ ყურადღებას, მეორეს უბრალოდ არ შეუძლია ძილი იმ ადამიანის გვერდით, რომელზეც გაბრაზებულია. სტრესი რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული ის: ფინანსებით, პირადი ურთიერთობით, სამსახურებრივი პრობლემებით – ყველაფერი მოქმედებს ლიბიდოზე. ონანიზმი რომელიც ცვლის პარტნიორთან სექსს. ბევრისთვის ბევრად მარტივია აიღოს ჟურნალი, ჩართოს ფილმი და გადაწყვიტოს პრობლემა, ვიდრე მოთხოვნილებები შეუწყოს ქალს. ინტიმური სიახლოვის შიში მამაკაცების ნაწილი უპირატესობას ანიჭებს რომანტიკულ ურთიერთობებს ქორწინებაში. უმცირესობა თავს თვლის “ასექსუალად” და ცოლს (ქმარს) თვლის დად (ძმად). ფუნქციონალური სექსუალური აშლილობა ბევრ მამაკაცს ურჩევნია გაექცეს სექსუალურ ურთიერთობას, ვიდრე აღიაროს, რომ პრობლემა აქვს ერექციათან. მაგალითად სურვილის შემთხვევაში, ამ პრობლემებიდან უმრავლესობის მოგვარება შესაძლებელია. ლიბიდოს ძალა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, კაცი ხართ თუ ქალი. თუ მას უნდიხართ უფრო იშვიათად, ვიდრე თქვენ ის, ეს კიდევ არ ნიშნავს ამ ჩამონათვალის მე-5 პუნქტის არსებობას. სავსებით დასაშვებია, რომ კიდეც მოსწონხართ, მიმზიდველიც ხართ მისთვის. უბრალოდ, ბუნებით უფრო ნაკლები სექსუალური მოთხოვნილებები აქვს, ვიდრე თქვენ. ასე რომ, მოეშვით საკუთარი თავის დადანაშაულებას. ერთად და მშვიდად მოძებნეთ მიზეზი თქვენი შეუთავსებლობის.სტატიაში მოყვანილია მასალები გუგლიდან 51 შეფასება არ არის
|